| ავტორი: გიო გურჯი ჟანრი: პოეზია 17 ივნისი, 2012 |
"სიცოცხლე_ _შენ ხარ ყველაზე უკეთესი, რაც კი ოდესმე შემმთხვევია" ყოველ წელიწადს, მე დავდივარ დუმილის პაემანზე, საკუთარ თავთან, სადაც ვაჯამებთ დროებს, სადაც ვყვებით ახალ, და ძველ, უკვე შეგუებულ ტკივილებზე, ვყვებით თვალებით, ფეხის_ფეხზე გადადებით, იდაყვებზე დაყრდნობით, მოურიდებლად. ყოველ წელს, მე ვხვდები უკეთეს ადამიანს, რომელსაც არ ეთმობა არცერთი წუთი, ჩამოვაყრდნობ ხელებზე ნიკაპს, ჩამოაყრდნობს ხელებზე ნიკაპს, ამოვისუნთქებ, ამოისუნთქებს, თავს ვხრი მარჯვნივ, თავს ხრის მარცხნივ, მივაჩერდები, მომაჩერდება, ვიღუშები, იღუშება, ორივემ ვიცით რომ ვალი გვაქვს, მეტი ღიმილის. ასე ამოდის ერთი და ასე ჩადის მეორე, როგორც მზე, მარადისობის უძირო ტბაში, რომელიც ყველაფერს იმახსოვრებს და იმეორებს. ასე ჯამდება დრო. ასე ხდება ერთი_მეორე. ასე მჯერა მეც, რომ ერთ მშვენიერ დღეს, რომელიმე ჩვენგანი, უეჭველად მიაღწევს მიზანს, აიხდენს ოცნებებს და ამ პაემანსაც ბოლო მოეღება, რადგან სარკე, პოეზიაა, ვერ იტანს სიყალბეს, სარკე ვერ იტევს ოცნებაახდენილებს, მათ აღარაფერი რჩებათ გასაყოფი, აღარც დუმილი. აღარც მშვიდობით.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ორივემ ვიცით რომ ვალი გვაქვს, მეტი ღიმილის.
ადამიანური შეგნების მაღალი დონეა!
++ ორივემ ვიცით რომ ვალი გვაქვს, მეტი ღიმილის.
ადამიანური შეგნების მაღალი დონეა!
++
6. გილოცავტ ახალ წელს! მომეწონა ლექსი და მომავალში წარმატებებს გისურვებ! გილოცავტ ახალ წელს! მომეწონა ლექსი და მომავალში წარმატებებს გისურვებ!
5. "ყოველ წელს, მე ვხვდები უკეთეს ადამიანს,"- ასე თუა, ძალიან კარგი! "ყოველ წელს, მე ვხვდები უკეთეს ადამიანს,"- ასე თუა, ძალიან კარგი!
4. სხეულის ენა _ ყველაზე მკაფიოდ რომ გამოხატავს ჩვენს განწყობას და ემოციას _ „სადაც ვყვებით ახალ და ძველ, უკვე შეგუებულ ტკივილებზე, ვყვებით თვალებით, ფეხის_ ფეხზე გადადებით, იდაყვებზე დაყრდნობით, მოურიდებლად“... მომეწონა! სხეულის ენა _ ყველაზე მკაფიოდ რომ გამოხატავს ჩვენს განწყობას და ემოციას _ „სადაც ვყვებით ახალ და ძველ, უკვე შეგუებულ ტკივილებზე, ვყვებით თვალებით, ფეხის_ ფეხზე გადადებით, იდაყვებზე დაყრდნობით, მოურიდებლად“... მომეწონა!
3. ყოველ წელს, მე ვხვდები უკეთეს ადამიანს, რომელსაც არ ეთმობა არცერთი წუთი,
* * * საინტერესოა ... სასიხარულოა, როცა ასე ,,იზრდები'' ...
++++
ყოველ წელს, მე ვხვდები უკეთეს ადამიანს, რომელსაც არ ეთმობა არცერთი წუთი,
* * * საინტერესოა ... სასიხარულოა, როცა ასე ,,იზრდები`` ...
++++
2. ყოველ წელს, მე ვხვდები უკეთეს ადამიანს, რომელსაც არ ეთმობა არცერთი წუთი,
სარკე ვერ იტევს ოცნებაახდენილებს, მათ აღარაფერი რჩებათ გასაყოფი,
აღარც დუმილი. -მომეწონა. ყოველ წელს, მე ვხვდები უკეთეს ადამიანს, რომელსაც არ ეთმობა არცერთი წუთი,
სარკე ვერ იტევს ოცნებაახდენილებს, მათ აღარაფერი რჩებათ გასაყოფი,
აღარც დუმილი. -მომეწონა.
1. რადგან სარკე, პოეზიაა, ვერ იტანს სიყალბეს, სარკე ვერ იტევს ოცნებაახდენილებს, მათ აღარაფერი რჩებათ გასაყოფი,
აღარც დუმილი. აღარც მშვიდობით.
ეხ, ჩემო გიო, პოეზია რომ იტანს სიყალბეს. არც კი გაიბზარება...
ლექსი შენებურ-ფილოსოფიური. მახსოვს და მომწონს.
მოკითხვა კარგ ადამიანს. რადგან სარკე, პოეზიაა, ვერ იტანს სიყალბეს, სარკე ვერ იტევს ოცნებაახდენილებს, მათ აღარაფერი რჩებათ გასაყოფი,
აღარც დუმილი. აღარც მშვიდობით.
ეხ, ჩემო გიო, პოეზია რომ იტანს სიყალბეს. არც კი გაიბზარება...
ლექსი შენებურ-ფილოსოფიური. მახსოვს და მომწონს.
მოკითხვა კარგ ადამიანს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|