ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
18 ივნისი, 2012


შეშლილი მეტაფიზიკოსის ვნებანი (დასაწყისი)

სჯობს, ყველაფერი თავიდან დავიწყო
მაგრამ, რა უბედურებაა!..არავინ იცის რა იყო ადრე....არც მე..არც თქვეენ?...ეი, მეგობარო!...არ გესმის?...ხო, შენ...რას  გამოთაყვანდი?..გეკითხები! რა იყო ადრე?...ტოტალიზატორიი?....ვაიმე...
.....ოოოხ...არა,,,არა!...ფეხბურთზე არ გელაპარაკები......აი...მომისმინე ჯერ...რა იყო ადრე მეთქი?
ასე ვერაფერს გავიგებთ. ემპირიული ცოდნაა საჭირო...ადგილობრივი აბორიგენები  ამ საკითხზე არ  რეაგირებენ..რატომ?..აბა რაში სჭირდებათ ?...არ იჭმევა , არ ისმევა...ფულს ვერ დადებ ....ვერ დაქოქავ...ხელს ვერ სტაცებ და  ვერ ......( არალიტერატურული ფრაზა)
მაგრამ თავიდან დაწყება აუცილებელია, ამბობენ,დიდი აფეთქებაო......ჩუუ.............სისულელეა!..სამყაროში არაფერი იწყება  და არც მთავრდება,ეს ჩვენ ვართ სასრული არსებები  და ამიტომ წარმოგვიდგენია ასე.
შემდეგ....სამყარო გაფართოვდაოოოოო....ესეც  კიდევ მორიგი სისულელე! პირიქით,სამყარო შევიწროვდა და მხოლოდ ერთი ქუჩა დარჩა,სადაც ის მელოდებოდა.


.........................................................................................................................................



...სასტუმროს ნომერში  მარტონი ვიყავით,ვილაპარაკეთ,გავაბოლეთ,მერე ნელ-ნელა სალაპარაკო თემა შეუქცევადად შეიცვალა...ქალმა იგრძნო ჩემი დაჟინებული მზერა,ადგა  და ნარნარად შევიდა სააბაზანოში.
  სანამ ის ბანაობდა. მე წყლის ხმას ვუსმენდი და ჩუმად ვღიღინებდი  Yellow Submarine......Yellow Submarine.....გავიხადე და მეორე საწოლზე ჩამოვჯექი,ქალიც გამოვიდა,პირსახოცი ქონდა შემოხვეული,ნამდვილი მშვენიერება იყო!...გამიღიმა და დაწვა.
    სიხარულისგან თვალები დავაელამე,თავი მოვიფხანე და საწოლში ჩავუგორდი ამ ღვთაებრივ  არსებას,მერე ერთხანს მივეხუტე,გრილი, სასიამოვნო კანი ქონდა და ვგრძნობდი როგორ კანკალებდა..მერე გავიწიე,ღრმად, უკმაყოფილოდ ჩავისუნთქე და წამოვხტი.
----რა ხდება სიხარულო?....წამოიწია ქალი და მკერდზე მიიფარა საბანი.
----ახლავე...ვთქვი მკვახედ და ტელეფონს ვეტაკე.
----დიახ?...დიახ!....ჰოოო!...თათბირიიი?....ოხ, როგორ  დამავიწყდა!...ახლავე.
----რა ხდება?.... ამოიკვნესა ქალმა,
მე სწრაფად დავიწყე ჩაცმა, თითქოს მიწისძვრა დაწყებულიყოს, თან ვცდილობდი მისთვის არ შემეხედა, ფანჯრიდან ხეებს ვუცქერდი,ნელა რომ არხევდა მაისის თბილი ქარი...
-----თათბირი მაქვს...სასწრაფოდ ვარ მისასვლელი,სინგულარობა დამტკიცდა!...სამყაროს რეინკარნაციული ბუნება კი ჯერ ისევ დასადგენია...
----რააა?...წამოიკივლა ქალმა...პირი დააფჩინა,რაღაცის თქმას აპირებდა  აშკარად მაგრამ ხმა არ ამოსდიოდა...მხოლოდ გულისცემა მესმოდა მისი...
  მე უკვე  ჩავიცვი ამ მომენტისთვის,კართან მოვედი,მოვიხედე უკან,ქალი ჩამომჯდარიყო საწოლზე,ახლა მკერდს აღარაფერი უფარავდა...კარის სახელურს ხელი მოვუჭირე, თვალი ავარიდე და ხმამაღლა, გამოთქმით ,თითქოს სცენაზე ვიყავი,თეატრალურად ვიყვირე:
---და საერთოდ....თქვენ...თქვენ  ყარხართ!!!!....
რეაქციას არ დავლოდებივარ...კარი გავიჯახუნე და კიბეზე დავეშვი, მეორე სართულზე  ქალის სასოწარკვეთილი კივილი დამეწია
---რა ხდება?...გზა გადამიღობა უცებ საიდანღაც  გამოჩენილმა ადმინისტრატორმა
მე ის ხელით მოვიხმე ახლოს,  მომენდო,მხარზე ხელი მეგობრულად მოვხვიე,და ყურში მთელი ძალით, ტირილნარევი ხმით ჩავყვირე:
----ის  ყარს!!!!.....
---რაააააა?....შეხტა ადმინისტრატორი, დაიბნა, ტელეფონი ხელიდან დაუვარდა,მე ამ  არეულობით ვისარგებლე, სწრაფად გადავჭერი სასტუმროს პირველი სართულის ფოიე და გარეთ გამოვვარდი, უსაზღვროდ კმაყოფილი.

,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,


...მოტორი  საშინელი სისწრაფით  ამუშავდა,10 წამში გავცდი  გალაქტიკის  საზღვრებს,მისი რადიოგრამა კი მოდიოდა და მოდიოდა, თითქოს პულსარი ბრუნავსო,ისეთი ზუსტი ინტერვალებით
----სად ხარ, სიხარულო...
----სად ხარ სიხარულო...
----სად ხარ.....
 

P.S.  სამყარო  ისევ  გაფართოვდა.






18.06.2012 13:02:54    სერგეი ნეველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები