ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
21 ივნისი, 2012


ტამბა ( II ნაწილი )

II ნაწილი


მე ახლა ძმაკაცი მყავს და მას ალბერტი ქვია. უკვე გასაბრტყელებლად აღარ დავსდევ.  ჩხუბით კი ვჩხუბობთ, ის რქებით მეჯახება, მე კი ხორთუმით და ცხვირით ვიგერიებ... გვაქვს ერთი დაკა-დაკა. ოღონდ მართლა კი არ ვჩხუბობთ, ვთამაშობთ. ხოდა მერე მალე ვრიგდებით. აბა მართლა რომ ვეჩხუბო, შეიძლება  გავაბრტყელო. მთელი დღე ერთად დავდივართ ან დავრბივართ.  უკვე შემოღობილიდანაც გვიშვებენ. ადრე ბალახს ჭამა არ შემეძლო, ალბერტმა მასწავლა... მე კი მას აკაციის ფოთლებს ვაჭმევ... ტოტს ხორთუმით ჩამოვწევ და გემრიელად ჭამს. იქვე მდინარე ჩამოდის,  რომლებიც ნიანგებით არის სავსე. ალბერტს ვაფრთხილებ რომ იქ მისვლა არ შეიძლება, დედა მასწავლიდა ასე.  ღამით მას თავის საფარში  სძინავს, ალბათ მაინც ეშინია რომ არ გავაბრტყელო. მე მის საფართან წამოვგორდები, თან დაძინებამდე ცალი თვალით ვუყურებ. ხო იმ ქალს,  ლიზის აღარ სძინავს ჩემს თავს მაღლა...  ახლაც ღამეა, მაღლიდან მთვარე დაგვყურებს და შუადღის ხვატის შემდეგ გრილი  ნიავი ქრის...
-    ალბერტ!
-    აბა რა გინდა, პატარა დიდო?
-    რავი ისე დაგიძახე, მეგონა გეძინა...
-    მძინავს.
-    ჰმ, თუ გძინავს, როგორ ლაპარაკობ?
-    მძინავს... შენც დაიძინე, პატარა დიდო...
-    კარგი, დავიძინებ.  მისმინე ალბერტ, ალბერტი ვინ დაგარქვა?
-    აინშტაინმა. …
-    აინშტაინი ვინ არის...
-    ვინ უნდა იყოს, აინშტაინია...
-    მითხარი რა, აინშტაინიც  ცხვარია!
-    პატარა დიდო, სკოლაში არაფერს არ გასწავლიდნენ.
-    არ მივლია...
-    თუმცა ჯერ ხო პატარა ხარ, გაიზრდები  და ისწავლი.
-    მითხარი რა...
-    რა გითხრა?
-    აინშტაინზე მომიყევი რამე, ისიც ცხვარია?
-    ის ცხვარი არ იყო, ადამიანი იყო და მოკვდა!
-    ანუ ცაში გაფრინდა ხო?
-    ასე გამოდის!
-    ალბერტ, მთვარეც  მიწაზე იყო და მერე მოკვდა  და ცაში  გაფრინდა?
-    არა!
-    აბა ცაში  როგორ არის, ფრთები აქვს?
-    გრავიტაცია გაგიგია?
-    გრავიტაცია რა არის, იჭმება?!
-    ჰეი, ადამიანებო! სადა ხართ, გაუკეთეთ რამე ნემსი  ამ სპლიყვს! არ მაძინებს!
ალბერტის ბღავილზე მართლა გაიღო ის კარი სადაც ადამიანები ცხოვრობენ.
-    ალბერტ, ხო მშვიდობაა, რა გაბღავლებს?
-    რო გითხრათ, სულა რა გაიგოთ თქვენმა მზემ... – ბრაზობს ალბერტი. უცებ მეორე  ადამიანი გამოდის სახლიდან.
-    ლიზი, ხო მშვიდობაა!
-    კი მშვიდობაა, უბრალოდ ალბერტმა დაიბღავლა და რაიმემ ხო არ შეაშინა-მეთქი...
-    შენ, ჰეი, ჭკუა სუსტო... ვინ უნდა შემაშინოს?!
-    ტამბა  რას შვება...
-    წევს და  ალბერტს უყურებს, სუნთქვა მშვიდი აქვს...
-    ხო კარგი... შემოდი. 
ქალი ისევ სახლში შევიდა.
`ალბერტ, რო დავიძინებ, შენ ხო არ დამტოვებ...~ – გავიფიქრე, მაგრამ ხმამაღლა არ ვთქვი.  ისევ ბღავილი არ მორთოს-მეთქი. მერე  მართლა დამეძინა.


*    *  *

დილით, რო გავიღვიძე, პირველი ალბერტი მოვიძიე, არსად ჩანდა. სამაგიეროდ შუა ეზოში ვხედავ ოთხი ჭოკი დგას. ამ ჭოკებს თვალი ავაყოლე,  ვა,  ჟირაფი. დგას და  გაფართოებული თვალებით დამცქერის. 
-    ალბერტ, ეს რა მოგსვლია?
-    პატარა დიდო, მე მელაპარაკები თუ მილენას... – მესმის ალბერტის ხმა. ხმას გავაყოლე მზერა და  ალბერტიც დავინახე...  წყლით სავსე კასრს ამოფარებოდა... მე კი რა არ ვიფიქრე.
-    პატარა დიდო, გაიცანი, ეს მშვენიერი არსება მილენაა. კუჭი ტკივა, შხამიანი ბალახი უჭამია და აქ მოიყვანეს...  მილენა, ეს ტამბაა...
-    ვხედავ, ბრმა კი არა ვარ!
-    ხედავ? თუ ხედავ,  შხამიანი  ბალახიც უნდა გაგერჩია საღისაგან... – ალბერტი არ ისვენებს.
-    კარგი რა ცხვარო! განა მე მინდოდა! – მერე მილენა  მე მომიბრუნდა.. - გამარჯობა ტამბა. 
ჟირაფი ადრე შორიდან თუ დამენახა. სულ მეგონა ხის გრძელ ჭოკებზე იდგნენ  და ისე დადიოდნენ. ახლა მილენას რომ ვუყურებ ასე მგონია ღრუბლებს ზევითა  აქვს თავი.
-    გაგიმარჯოს... რა ხდება  მანდ ცაში დედაჩემს ვერ ხედავ?
-    ვერა დედაშენს ვერ ვხედავ. 
-    ვერც მთვარეს?
-    ვერც მთვარეს, სამაგიეროდ აი, მზე ამოვიდა... 
-    იცი, მზე დედაჩემია... – ვუთხარი მე.
-    ვიცი... – თქვა მილენამ და ალბერტს გადახედა. 
-    მილენა, მილენა...  იმხელა ჭკუა რომ გქონდეს, როგორც ფეხები ან კისერი რა გიჭირს... – ამბობს ალბერტი.
-    შენ კი, შენ კი... – გაწიწმატდა მილენა, თავიდან ვერაფერი მოიფიქრა რა ეთქვა ალბერტისათვის, ბოლოს ვერც ვერაფერი მოიფიქრა და ცრემლი გადმოუგორდა დიდი თვალებიდან. …რა გულჩვილია ეს მილენა...
-    მილენა, ყველაზე ლამაზო და მშვენიერო,  აბა გულთან რატო მიგაქვს რაღაცს ვბჟუტურებ, - ალუღლუღდა ალბერტი, - ხუთი ათასი ბოდიში, ძალიან მაღალი  რომ არ იყო ლოყაზეც გაკოცებდი და მაგ ცრემლიან თვალებზეც.
მილენა უცებ გამხიარულდა და ცრემლებიც აღარ მოდის. კიდევ კარგი მაღალი არ ხარო,  - თქვა, მერე რამდენჯერმე შეიკუნტრუშა და კარგი, შევრიგდეთო, - დაამატა. ასე გავიცანი მილენა. მილენა თურმე ძალიან ცუდად იყო და კვდებოდა. ასე ამბობს დიდი თეთრ გვირაბში მივქროდი  დ სანამ გვირაბის ბოლოს გავიდოდი, უკან მომაბრუნესო... საკვირველია ასეთი  მაღალი გვირაბში როგორ შეეტია. ძალიან მაღალია მილენა,  უშველებელი კისერი აქვს,  პატარა სასაცილო ყურები და  დიდი, გაფართოებული თვალები. ასე მგონია ყველაფერი უკვირს. მეც მიკვირს რაღაცეები, თუნდაც ის მთვარე როგორ ჩერდება ცაზე ფრთების გარეშე,  მაგრამ თვალები არ მიფართოვდება.

II ნაწილის დასასრული

გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები