 | ავტორი: თოლიგე ჟანრი: პოეზია 27 ივნისი, 2012 |
...ახლა ინტერნეტს შეხიზნულნი ვირთობთ მოწყენას, ვთამაშობთ, თითქოს ყველაფერზე გული შეგვტკივა და ინტერესით ვაფიქსირებთ ყველა მოვლენას... ერთმანეთს ვიცნობთ? გამიცანით, მე ასეთი ვარ: მადლობელი ვარ, რომ გამიხდა მეგობრად მტერი, მადლობელი ვარ იმ გზის გამოც, რაც გავიარე. თუმცა ღალატის გემოც ვიცი... გემოც და ფერიც... დღემდე ვენდობი გაღიმებულ ადამიანებს; საკუთარ თავზე ხშირად მწარე მომსვლია ბრაზი, რომ მაგიჟებდა სულელური, ბინძური ჭორი... ვარ სამყაროში დაკარგული პატარა ხაზი _ ზოგჯერ ჩაწერაც ავიწყდებათ ტყუპ სიტყვას შორის; გამომიცდია, რასაც ცრემლის გაშრობა ჰქვია, (თუ დამიჯერებთ, უგულობას სულაც არ ნიშნავს)... და რომ იმსხვერპლა, თურმე, ვიღაც წუხელის ტყვიამ, იყო მხოლოდღა სამწუხარო ფაქტის აღნიშვნა; ვნებასაც ვიცნობ ბალახებზე მცოცავი ნამის, მიწამ რომ უნდა შეისრუტოს ხარბად... და კიდევ, როდესაც მიყვარს, სამყაროზე დიდი ვარ ლამის _ წარსულის ყველა დავიწყებულ სიხარულს ვიტევ; რას უფრო მეტი აქვს სიღრმე და აქვს სილამაზე _ ქართულ ზეცას, თუ ქართულ ფესვებს, თუ ქართულ ბგერას? რაც გვაქვს და გვიყვარს, უფრო მეტად თუ დავაფასებთ, ვფიქრობ, (თუ მჯერა), არ დავკარგავთ... მინდა და... მჯერა! სამწუხაროა, დრო ისეთი სისწრაფით გარბის, ვერ ვასწრებთ ხელი გავუწოდოთ და სითბო გავცეთ... როცა ხვალისთვის გონებაში ვამზადებ სადილს, მაშინღა ვხვდები, დღე გასულა და დავიქანცე; მე ასეთი ვარ! ბევრი რამე, ალბათ, დავმალე, ბევრ რამეს თვითონ მიხვდებოდით, ბევრიც გამომრჩა... და მაპატიეთ, თუ აქამდე ჩემით დაგღალეთ, ახლა თქვენ უნდა ამომივსოთ სიტყვებით ხონჩა. ხან „სმაილს“ გზავნით, ხან სურათებს „დამილაიკებთ“, ხან წერილს მომწერთ, ხან ლექსებით მიქმნით განწყობას, მაგრამ არ მიცნობთ... ჩამომართვით ხელი, გაიგებთ _ მართლა ძალიან მიხარია თქვენი გაცნობა!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. <3<3 მე გართმევთ ხელს დიდი პატივისცემით და მოკრძალებით.:* <3<3 მე გართმევთ ხელს დიდი პატივისცემით და მოკრძალებით.:*
24. ფეისბუქზე ვარ, დროის ნიკით: შ.პ.ს. „მგზავრი“, ლიტხულიგანის წამიყენეს ყველგან ბრალი და, გამომაძევეს უკვე მეცხრე ლიტპორტალიდან, მეგობართაგან (ი)უთუბზე მყავს მკვდარი დალიდა, ცოცხლებში-ნინო ქათამაძის მოთქმა და ზარი. ფეისბუქზე ვარ, დროის ნიკით: შ.პ.ს. „მგზავრი“.
აქ ყველა მხარეს აწერია: არ..მოსავლეთი, თოჯინებს მართავს სოცქსელების სუპერ-კაროლი, მეც სათამაშოდ მომაჩეჩეს მასკა და როლი, ფოსტის კარებთან დამავიწყდა ლოგინ-პაროლი. ახლა ისე ვარ, ხმელი ლექსის ნედლ ცრემლს დავლევდი. აქ ყველა მხარეს აწერია: არ..მოსავლეთი.
აქ მოქმედებას, სათითაოდ, ჭვრეტა არიგებს, ფუჭი ერთობით, მარტოობით, ფსევდო ბენდებით, ელექტრომინდორს შესევიან ჭრელი ფრენდები, მეც ვიხარჯები, მეც ვენთები, მეც ვითენთები, სიცოცხლე არა-, სიკვდილი თუ დამალაიქებს. აქ მოქმედებას, სთითაოდ, ჭვრეტა არიგებს.
მოწყენილობამ მარტოობას მხარი უქცია, შვიდივე მუზა პარნასიდან ლექსით დაცურდა. ეშმაკმა ღმერთთან გაინაღდა, ომით რაც სურდა. „მაი-სფეისში“ ვირტუალურ ფსკერზე დასრულდა ცას მიბჯენილი ოცნებების დეკონსტრუქცია. მოწყენილობამ მარტოობას მხარი უქცია.
დამიპო სული ვირუსული სტრესის ნადაღმა, მიაქვთ ჰაკერებს ხვაშიადი ხსოვნის თაროდან. წამო, გავიქცეთ, ამ სივრციდან, ამ ყუთ-ხაროდან, წამო, გავიქცეთ, ამ მიწიდან, ამ სამყაროდან, მარადი გარსის აკრძალული საზღვრის გადაღმა. დამიპო სული ვირუსული სტრესის ნადაღმა. ფეისბუქზე ვარ, დროის ნიკით: შ.პ.ს. „მგზავრი“, ლიტხულიგანის წამიყენეს ყველგან ბრალი და, გამომაძევეს უკვე მეცხრე ლიტპორტალიდან, მეგობართაგან (ი)უთუბზე მყავს მკვდარი დალიდა, ცოცხლებში-ნინო ქათამაძის მოთქმა და ზარი. ფეისბუქზე ვარ, დროის ნიკით: შ.პ.ს. „მგზავრი“.
აქ ყველა მხარეს აწერია: არ..მოსავლეთი, თოჯინებს მართავს სოცქსელების სუპერ-კაროლი, მეც სათამაშოდ მომაჩეჩეს მასკა და როლი, ფოსტის კარებთან დამავიწყდა ლოგინ-პაროლი. ახლა ისე ვარ, ხმელი ლექსის ნედლ ცრემლს დავლევდი. აქ ყველა მხარეს აწერია: არ..მოსავლეთი.
აქ მოქმედებას, სათითაოდ, ჭვრეტა არიგებს, ფუჭი ერთობით, მარტოობით, ფსევდო ბენდებით, ელექტრომინდორს შესევიან ჭრელი ფრენდები, მეც ვიხარჯები, მეც ვენთები, მეც ვითენთები, სიცოცხლე არა-, სიკვდილი თუ დამალაიქებს. აქ მოქმედებას, სთითაოდ, ჭვრეტა არიგებს.
მოწყენილობამ მარტოობას მხარი უქცია, შვიდივე მუზა პარნასიდან ლექსით დაცურდა. ეშმაკმა ღმერთთან გაინაღდა, ომით რაც სურდა. „მაი-სფეისში“ ვირტუალურ ფსკერზე დასრულდა ცას მიბჯენილი ოცნებების დეკონსტრუქცია. მოწყენილობამ მარტოობას მხარი უქცია.
დამიპო სული ვირუსული სტრესის ნადაღმა, მიაქვთ ჰაკერებს ხვაშიადი ხსოვნის თაროდან. წამო, გავიქცეთ, ამ სივრციდან, ამ ყუთ-ხაროდან, წამო, გავიქცეთ, ამ მიწიდან, ამ სამყაროდან, მარადი გარსის აკრძალული საზღვრის გადაღმა. დამიპო სული ვირუსული სტრესის ნადაღმა.
23. ვარ სამყაროში დაკარგული პატარა ხაზი _ ზოგჯერ ჩაწერაც ავიწყდებათ ტყუპ სიტყვას შორის;
+ + +
ვარ სამყაროში დაკარგული პატარა ხაზი _ ზოგჯერ ჩაწერაც ავიწყდებათ ტყუპ სიტყვას შორის;
+ + +
22. მადლობელი ვარ, რომ გამიხდა მეგობრად მტერი!
ეს მომეწონა, ბრძენმა თქვა "თუ მტერს ვერ მოერევი, მეგობრად გაიხადეო" მადლობელი ვარ, რომ გამიხდა მეგობრად მტერი!
ეს მომეწონა, ბრძენმა თქვა "თუ მტერს ვერ მოერევი, მეგობრად გაიხადეო"
21. „ყველა თბილ ნაცნობობას და ჯიგრულ ახალგაცნობას +5 - ით მივესალმები :))“
პატივისცემით: მწერალი.
მანებივრებთ კარგი კომენტარებით, გმადლობთ და კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა :)
„ყველა თბილ ნაცნობობას და ჯიგრულ ახალგაცნობას +5 - ით მივესალმები :))“
პატივისცემით: მწერალი.
მანებივრებთ კარგი კომენტარებით, გმადლობთ და კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა :)
20. ლიკა, ეგ მეც გამიკვირდა და გამეცინა :) მე თბილად გაკოცე :* ლიკა, ეგ მეც გამიკვირდა და გამეცინა :) მე თბილად გაკოცე :*
19. ყველა თბილ ნაცნობობას და ჯიგრულ ახალგაცნობას +5 - ით მივესალმები :))
პატივისცემით: ყველა თბილ ნაცნობობას და ჯიგრულ ახალგაცნობას +5 - ით მივესალმები :))
პატივისცემით:
18. საინტერესოა:-) საინტერესოა:-)
17. იმ დღეს ხომ ვთქვი ვიცანი ავტორი თქო:)))))))
ვიხალისე ამაზე:) რაზე გამეცინა იცი? იქ ტაშს,რომ უკრავდნენ ამ ლექსს და აქ 0 შეფასება მისცეს:)) თვალთმაქცობის ზეიმი:)
თბილად მოგიკითხე იმ დღეს ხომ ვთქვი ვიცანი ავტორი თქო:)))))))
ვიხალისე ამაზე:) რაზე გამეცინა იცი? იქ ტაშს,რომ უკრავდნენ ამ ლექსს და აქ 0 შეფასება მისცეს:)) თვალთმაქცობის ზეიმი:)
თბილად მოგიკითხე
16. მადლობებიო და სითბოებიო, თოლიგემ! :* მადლობებიო და სითბოებიო, თოლიგემ! :*
15. გამიცანით! (Facebook-ელებს)
ვარ სამყაროში დაკარგული პატარა ხაზი _ ზოგჯერ ჩაწერაც ავიწყდებათ ტყუპ სიტყვას შორის;
ხან „სმაილს“ გზავნით, ხან სურათებს „დამილაიკებთ“, ხან წერილს მომწერთ, ხან ლექსებით მიქმნით განწყობას, მაგრამ არ მიცნობთ... ჩამომართვით ხელი, გაიგებთ _ მართლა ძალიან მიხარია თქვენი გაცნობა!
+ + + ფეისბუქზე მიმაქვს. :) გამიცანით! (Facebook-ელებს)
ვარ სამყაროში დაკარგული პატარა ხაზი _ ზოგჯერ ჩაწერაც ავიწყდებათ ტყუპ სიტყვას შორის;
ხან „სმაილს“ გზავნით, ხან სურათებს „დამილაიკებთ“, ხან წერილს მომწერთ, ხან ლექსებით მიქმნით განწყობას, მაგრამ არ მიცნობთ... ჩამომართვით ხელი, გაიგებთ _ მართლა ძალიან მიხარია თქვენი გაცნობა!
+ + + ფეისბუქზე მიმაქვს. :)
14. კარგია +++++ კარგია +++++
13. მომეწონა, ძალიან უშუალოა, იუმორ ნარევი სევდა მოაქვს. მომეწონა, ძალიან უშუალოა, იუმორ ნარევი სევდა მოაქვს.
12. გენაცვალე, ჭა! გენაცვალე, ჭა!
11. მადლობელი ვარ იმ გზის გამოც, რაც გავიარე. თუმცა ღალატის გემოც ვიცი... გემოც და ფერიც... დღემდე ვენდობი გაღიმებულ ადამიანებს; ძალიან მიყვარს ამ ავტორის შინაგანი განწყობა...მადლიერების გრძნობა... ამიტომაც ვკითხულობ სიამოვნებით...:-* მადლობელი ვარ იმ გზის გამოც, რაც გავიარე. თუმცა ღალატის გემოც ვიცი... გემოც და ფერიც... დღემდე ვენდობი გაღიმებულ ადამიანებს; ძალიან მიყვარს ამ ავტორის შინაგანი განწყობა...მადლიერების გრძნობა... ამიტომაც ვკითხულობ სიამოვნებით...:-*
10. ლაცაბიძეს, მე-დეას _ გმადლობთ! :)
ლაცაბიძეს, მე-დეას _ გმადლობთ! :)
9. არამითი777
არ ჯობდა არ წაგეკითხა? 0 რა შეფასებაა, ჰააა?! მე არ მესიამოვნა ასეთი გაცნობა... მაინც კეთილი იყოს! :) არამითი777
არ ჯობდა არ წაგეკითხა? 0 რა შეფასებაა, ჰააა?! მე არ მესიამოვნა ასეთი გაცნობა... მაინც კეთილი იყოს! :)
8. ავტორი: თოლიგე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 0
სათქმელს კი ამბობს მაგრამ როგორც ლექსი ვერ... :) სასიამოვნოა თქვენი გაცნობა:)
ავტორი: თოლიგე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 0
სათქმელს კი ამბობს მაგრამ როგორც ლექსი ვერ... :) სასიამოვნოა თქვენი გაცნობა:)
7. გაიზრდები ,არაუშავს გეგა :დ :დ
ლუდზე თუ დამპატიჟებ კარგს იზამ,ეს დღეები მარტო ვარ სახლში. გაიზრდები ,არაუშავს გეგა :დ :დ
ლუდზე თუ დამპატიჟებ კარგს იზამ,ეს დღეები მარტო ვარ სახლში.
6. ლაცაბიძე არ მომწონხარ ბოლოდროოს ლაცაბიძე არ მომწონხარ ბოლოდროოს
5. ბოლოსკენ ვიგულისხმე. ბოლოსკენ ვიგულისხმე.
4. ვაჰ :დ
სახალისოა.
5. ვაჰ :დ
სახალისოა.
5.
3. სათქმელი თქვა თოლიგემ. :)
ჩვენც გაგვიხარდება ახლოს გაცნობა..
აბა მუჭო.. სათქმელი თქვა თოლიგემ. :)
ჩვენც გაგვიხარდება ახლოს გაცნობა..
აბა მუჭო..
2. :)))))) ...ჩაუსაფრდა ოდიშელი სამურზაყანოელს და ბოროტად ჩაიხითხითა :)))))) ...ჩაუსაფრდა ოდიშელი სამურზაყანოელს და ბოროტად ჩაიხითხითა
|
|
მონაცემები არ არის |
|
|