ნაწარმოებები



ავტორი: გვანცა ბახუტაშვილი
ჟანრი: პოეზია
30 ივნისი, 2012


შენი სიყვარულის არომატი

ანი მანაგაძეს

დღეს შენს სიჩუმეს ქარი დაათრევს,
ქარი ახეთქებს ნაპირზე ლოდებს.
ქარში გაფანტე ბოლო ნოტები.
ბოლო სიტყვები .
ბოლოს და ბოლოს დაკარგე გვამი
ვინაც ამდენხანს სულში გეწვინა და აფასებდი.
ვისთვისაც ფარდაც კი ჩამოხსენი მხრებსა და მაჯებს
სულსა და სხეულს.
ახლა ხერხემალს გიმსხვრევს სიჩუმე.
და აზრი მზესთან გაუცხოების.
მიხვალ და პირქვე გადაემხობი
იმ საწოლს სადაც ყველაზე ცუდი
სიზმარი ნახე. შენ წლების წინათ.
და ახლა ცდილობ რაღაც ამოხსნა:
რომ თქვენ სიყვარულს
დაჰკრავდა გემო ხორცის და წვიმის.
და მკვდრების დარად შენ გულზე იწყობ
მოწყვეტილ ხელებს.
ხალხის სიტყვებით დასერილ ხელებს.
და დღეს მტკიცეა შენი დუმილის კედელი
სიტყვა–უფრო მართალი
რადგან იგემე მწარე გემო კვამლის და
ტუჩის. ტუჩის , რომელიც ცოტა ხნის წინ მიწამ დაფარა.
მიწით აივსო პირი შენიც . და გული შენი.
წმინდა გული . გული მომჟავო და კეთილი.
და შენ არსებობ, როგორც თევზი , წყალს მოწყვეტილი.
და ფიქრობ, როგორ აიცდინო ბოლო ტყვია, უკვე მოკლულმა.
შენ ხომ ჩაგცხრილა შენივე გრძნობამ , ძლიერმა და არომატულმა.
სისხლისა და ბალახის სუნით.
შენ ახლა წევხარ იმ საწოლზე, სადაც ყველაზე ცუდი სიზმარი ნახე
წლების წინათ. და გეშინია თვალის გახელის:
ცდილობ ამოხსნა. შენი სხეული ბოლომდე დაფარა მიწამ
თუ თვალების გახელა უდრის დანახვას ზეცის.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს