ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზეიკო ადეიშვილი
ჟანრი: პროზა
1 ივლისი, 2012


კენწეროში გამწარდების

უკვე,  რამდენიმე დღეა  ამ  ხესთან  დგას.  საათობით  იყურება იქით. ხან--სიყვარული და  მზრუნველობა , ხან ,სინანული  ეხატება სახეზე.
დგას საათობით, ჩუმად, უსიტყვოდ, ვიდრე ბოლო მოსწავლე არ მიიხურავს სკოლის კარს,  „გაკვეთილები დაიწყოო...“  ჩაილაპარაკებს გულისწყვეტით და გაბრუნდება.
* * *
ხესთან  დგომა  წესად ექცა.  ხე დიდია, გაფოთლილი და განიერი.  მოსწავლეები რომ  ახლოს გაივლიან, ზურგით აეკვრება და აღარ ჩანს. მერე მოეშვება, თვალს გააყოლებს:“რა საყვარლები არიან. გენაცვალეთო“ -მომღიმარი ჩაიბუტბუტებს და  ცრემლიან  თვალებს შეიმშრალებს. 
* * *
ახლა, ბოლო გაკვეთილი დამთავრდება.
  ზარი დაირეკა. ახლა, ბავშვები გამოეფინებიან.
კვლავ ხეს ამოეფარა..მერე რა,ხვალაც მოვა,ზეგაც ...კვლავ  დარეკავს  ზარი, ასე გაგრძელდება უსასრულოდ.
* * *
  დღეს დასვენებაა, ახლა ვერავინ შეამჩნევს.აი, მიუახლოვდა კიდეც, ხელით შეეხო დაკეტილ კარს, მერე ტუჩიც შეახო...ცივი იყო, მაგრამ ძვირფასი, სახით მიეყრდნო და გაირინდა...რამოდენიმეჯერ მოჰხედა შენობას - უკან მიმავალმა და...გაუჩინარდა.
* * *
    ხე იდგა, დიდი, გაფოთლილი და განიერი, ელოდა, ელოდა, მაგრამ, ამაოდ.
ქალი  აღარ ჩანდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები