ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2012


დუელი

დიდ ხანს მოგიწევს ჩემი ლოდინი,
წლები წაიღებს ოხვრას–ნაღვლიას,
გადადუღდება ბოღმის ქობინი,
გზად დემონები ბრძოლით დამღლიან.
იცოდე მოვალ ასი წლის შემდეგ,
პირისპირ შეყრით ნუ გაოცდები,
ვეთაყვანები ბრძოლეbში შედეგს,
ქვესკნელის საზღვრებს ნუ გამოცდები.
მანდ გესტუმრები მოგძებნი ბმელში,
მინდა დუელი შემოგთავაზო,
მინდა რომ მტერი შემიცნო მრევლში,
დაგასამარო ცოდვის გავაზო.
კმარა,გეყოფა,წლები იმეფე,
იგივედ ჩვენში ნუღარ შეცდები,
იპარპაშე და კიდეც იყეფე,
დაუძლურდი და ახლა მხეცდები.
რამდენს მოუსპე სიცოცხლის არსი,
დაიმონე და ძმარი ადინე,
ყოველი შენი მაცდური თარსი
ბიძგით, ჭეშმარიტ გზას ააცდინე.
შორიდან მესმის მათი კივილი,
ეს ხმები შენთვის სიმფონიაა,
ჩემთვის ტანჯულთა ჟივილ–ხივილი
სამგლოვიარო ლიტონიაა.
მოულოდნელად დაგიმთავრდება,
შიშის მომგვრელი ხილვა ცისმარი,
გაცამტვერდები,აგიცხადდება,
დამძიმებული ცივი სიზმარი.
მინდა რომ ვიყო გამარჯვებული,
და სიხარული თავგზას მიბნევდეს,
ედემის მკვიდრად დავანებული,
იესო სულში რწმენას მიბნევდეს.
აფუსფუსდები მატლიან ლეშად,
გადაგკორტნიან ქშენით სვავები,
დანახშირდები გეენის შეშად,
გადაგნამქრავენ ხევში ზვავები.
მარადისობას ნუ უშლი სუნთვას,
თან წაიყოლე ავხორცი ტილი,
არ გაქვს უფლება ბოროტს და გულქვას,
უფლის მოდგმაში რომ გქონდეს წილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები