ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მე-დეა
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2012


ბოლო გაჩერება...

მე სახლი დავკარგე და თავი შევაფარე,
რომელიღაც მიტოვებულ ვაგონს,
გამოგიგონე შენ (თუ მართლა არსებობდი
არ ვიცი, რადგან შენთან ყოფნა ჰგავდა ზღაპარს.)
რომელიც ბედნიერად არ დასრულდა,
უფრო ჭირი აქა, ან იყო და არა-ზე
ჩამეძინა.
ჯერ ისევ ბავშვები ვცხოვრობდით ვაგონში.
იყო რაღაც რომანტიული.
ჩვენ სახლში - საერთო გვქონდა:
ქალაქი - წვიმის,
მამის- უმამობა და
სითბო,
რომელიც გვაკლდა..
რომელიც გვშია,
რომელსაც დღემდე ვეძებთ ადამიანებში.
მერე წლები ერთ ღამეში არ ჩაეტია
და გავიზარდეთ უერთმანეთოდ.
შენს მერე ვხვდებოდი დილას-დაისით.
ლექსებს-ურითმოდ.
სითბოს - სიცივით.
ხანდახან ვაპურებ ბეღურებს,
რადგან შენ გიყვარდა ისინი.
ახლახანს გნახე პორტთან ახლოს
რომელიღაც ღია კაფეში.
უსმენდი PINK FLOYD-ს და სვამდი BLACK LABEL-ს.
მე ვზივარ ზურგით. ყავას ვსვამ მოდუღებულს ქვიშაზე.
ახლაც კი ბავშვს გავხარ მიამიტური თვალებით.
უყურებ გამვლელებს და გჯერა მათი ადამიანობის.
ვიღაცა მოდის და უნდა რომ გაგათბოს.
სიყვარულს გიპირებს. არ იცი რა გინდა.
ფეხებზე იკიდებ.
მინდა რომ ვიყვირო:
იპოვე ამ ბრბოში შენი მე!
მზე კოცნით მაჩუმებს..


-------

მე სახლი დავკარგე და თავშესაფარი ვიპოვე,
რომელიღაც მიტოვებულ ვაგონში,
რომელიც ახალხანს მიაბეს მოდერნიზებულ მატარებელს.
სადაც სითბოც არის და სიმშვიდეც.
კუთხეში ვზივარ და ვუყურებ გზას.
გიტოვებ ბოლო ლექსს.
მერე რა თუ  ცუდი ლექსია,
ბოლოს მაინც ბეღურები აკენკავენ,
მშვიდობით.
დროა რომ წავიდე.



            (ბართლომეს ღამიდან)                                     
http://www.youtube.com/watch?v=xKweZEKPSqw

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები