ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
7 ივლისი, 2012


ტამბა (III ნაწილი)

ტამბა (III ნაწილი)

ახლა ჩვენს ამბულატორიაში ვართ ალბერტი, მილენა და მე. დღეს დილით  ალბერტი მეუბნება, არ გინდა თვლა გასწავლოო.
-    და რა მინდა?! იჭმება?!
-    ეჰ პატარ დიდო, დაგვიანებულია შენი სწავლა!
-    სულაც არ არის დაგვიანებული, ახლა არ გათენდა? – ვბრაზობ მე და მინდა ხორთუმით წავაქციო. ის ჯერ უკან იხევს, მერე კი მთელ ძალით მეჯახება.  მილენა  გაშტერებული გვიყურებს,  ჰგონია მართლა ვჩხუბობთ.
-    მაინც გვიანია!  - მეუბნება, ალბერტი, - მხოლოდ ჭამაზე ფიქრობ.
-    რატო მხოლოდ ჭამაზე, დედაზეც  ხო ვფიქრობ...
-    დედაზეც იმიტომ ფიქრობდი,  რომ გშიოდა...
ამაზე ძალიან გავბრაზდი, ღობესთან მივაქციე და ლამის გავგუდე...
-    რა შუაშია დედა და შიმშილი. განა იმიტომ ვეძებ დედას რომ მშია?!  ახლა ხო არ მშია და მაინც მენატრება დედა...
-    მოიცა ხო,  გავიგუდე...  მჯერა ვა...
-    მაგას სჯობს დათვლა მასწავლო.
-    აა, მოგინდა!
-    ასწავლე რა  ალბერტ! -  ახლა მილენაც სთხოვს. ამას ვინღა ჰკითხავს. მაღალი ესა.
-    მილენა, იცი რა,  თუ ძალიან გსურს, შენ თვითონ ასწავლე!  - ეუბნება ალბერტი. მილენას უნდა გადამაბაროს.
-    რატომაც არა, აბა სპლიყვო, დიწყე დათვლა: ერთი, ორი,  სამი... 
-    ერთი, შვიდი, თერთმეტი... – ვამბობ მე.
-      ალბერტ, მოდი რა შენ ასწავლე, მე თავი გამანებეთ... – ყურებს აპარტყუნებს მილენა.
-    ყოჩაღ სპლიყვო! ამბობს ალბერტი... – რა სწრაფად ითვლი...
-    მილენამ მასავლა!
-    ვერა ხართ! - ამბობს მილენა და გვცილდება. წყლის კასრიკენ მიდის. ახლა წყალს დაცლის. აბა ამის კისერს რა წყალი ეყოფა.  კიდევ კარგი დილით დავლიე.
-    აბა ერთხელ კიდევ დავთვალოთ, ოღონდ ახლა ცოტა ნელა, კარგი?! – თავს არ მანებებს ალბერტი.
-    ეეერრრთიიიი... – ნელა ვითვლი მე...
-    უკვე კარგია... – უხარია ალბერტს. 
-    შშვვვიიიდიიი... – ვაგრძელებ.
-    შვიდი ჯერ ადრეა, ჯერ ორი!
-    არ შეიძლება ჯერ შვიდი?
-    არა, ჯერ არის ორი. აბა დავიწყოთ…თავიდან.
-    ეერთიიი, შვიიიდი!
-    მილენა მიშველე... – ყვირის ალბერტი. ახლა მილენა მოდის.
-    დათვლა ხო ძალიან იოლია. – ამბობს ის.
-    მართლა? აბა დათვალე! – ვეუბნები.
-    კი ბატონო, შენ ხარ ერთი, მე ვარ ორი, სამიც ალბერტი.
-      მოიცა, რა, კარგი, ვთქვათ მე ერთი ვარ,  შენ რატომ ხარ ორი? აბა სად არის სხვა მილენა? ასეთი მაღალი ტყუილი, ჯერ არ გამიგია?!
მილენამ თვალები გადაატრიალა და ისევ წყლის დასალევად გარბის.
-      პატარა დიდო, გაიხედე და მითხარი, ჭიშკართან რამდენი ხე დგას? – ახლა ისევ ალბერტი ცდილობს მასწვლოს.
-    მე  რა ვიცი?
-    მოდი დავთვალოთ, კარგი?
-    კარგი.
-    აი პირველი ხე, ის იყოს ერთი...
-    აბა მილენამ შენ ხარ ერთიო?
-    ეს მაშინ როცა ჩვენ გვთვლიდა, ახლა კი ხეებს ვითვლით.
მილენაც მოვიდა ყურს გვიგდებს. მე ვბრაზობ.
-    მილენა ნუ გვიყურებს, ვერ ვთვლი. 
-    მილენა არ გვიყურო როგორ ვთვლით.
-    კარგი, არ გიყურებთ!  - ზურგს გვაქცევს, მაგრამ ვატყობ ყურები მაინც ჩვენსკენ აქვს.
-    ყურებიც მიატრიალოს! – ვწუწუნებ მე.
-    მილენა, ყურები მიატრიალე.
-    ვერ ხართ თქვენ. – ამბოს მილენა ახლა ყურები მიატრიალა და თვითონ ჩვენსკენ შემობრუნდა. ვითომ ვერ შევნიშნე.
-    აჰა, აბა ვაგრძელებთ, ის პირველი ხე რამდენია?
-    ერთი.
-    ყოჩაღ...
-    გადავიდეთ ორზე. მეორე რამდენი იქნება...
-    ერთი! 
-    ღმერთო ჩემო! – ამბობს მილენა. ანუ  მაინც გვისმენს.
-    შემეშალა? – ვკითხულობ მე.
-    თუ პირველი ხე ერთია, მეორე ხეც ერთი როგორ იქნება? – კითხულობს ალბერტი.
-    ვა,  აბა ნახე, ის ხეც ხო ერთია?
-    ვაიმე – ისევ ამბობს მილენა. 
-    ერთი კი არის მაგრამ თუ ვითვლით ხო მეორე იქნება! – წყნარად ამბობს ალბერტი და იღიმის.  პირველად ვნახე გაღიმებული ცხვარი. 
-    გაიგე?! – ამბობს მილენა.
-    კარგი ხო გავიგე, უკვე ვიცი დათვლა.
-    აბა დათვალე!
-    ერთი, ორი...
-    ხოდა აი მესამე ხეც
-    სამამდე არ მოვლაპარაკებულვართ.
-    არა უშავს, დავუმატოთ… აბა თქვი: სამი...
-    შვიდი. 
-    ვაიმე, - დაიწყო ბღავილი ალბერტმა, აქამდე მეგონა არასდროს  ბრაზდებოდა. სასაცილოა გაბრაზებული ალბერტი. დარბის  რქებით უკვე მე არა, ღობეს ეჯახება. მგონი შეიშალა.  აბა ღობემ რა დაუშავა. არადა უკვე ვიცი,  რომ ორის მერე სამია. შემეცოდა ალბერტი, თავს რამე არ უყოს.
-    ხო კარგი ალბერტ, ვიცი,  ვა: ერთი, ორი სამი...  ერთი, ორი, სამი...
-    აი, ეს უკვე სხვა საქმეა, გამოვიდა! – ამბობს ალბერტი და გახარებული ეჯახება მილენას წინა ორ ჭოკს.  მილენაც, კმაყოფილი  აქნევს თავს.
-    გამოვიდა!
მაგარია. მე უკვე ვიცი დათვლა:  ერთი, ორი, სამი...  ერთი, ორი, სამი...  გამოდის, რომ ამბულატორიაში სამნი ვართ. ალბერტი მილენა და მე. არიან კიდე ადამიანები, რომელთა დათვლას აზრი არა აქვს, იმიტომ რომ ერთი ლიზი ვიცი, რომელიც ყველაზე მეტია. აი ის, პირველი ღამე ამბულატორიაში ჩემთან ერთად რომ გაათენა. მას ჰგონია რომ ჭამა მასწავლა...

(III ნაწილის დასასრული)

გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები