ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აპარმიჟ-
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2012


უჩვენოდ ------------ სტვენა

ცივა უაზროდ... ჩვეულებაა მისი...
ხელების ფშვნეტასაც ვერ ვატანთ გემოს,
ვერ გვითბობს რადგან.
ისე აცივდა, ლამის გაყინოს მთელი თბილისი...
ქანდაკებებიც (ვგონებ დაეტყოთ)
ისე ვერ დგანან...
ცივა უაზროდ... მთაწმინდას ფარავს ნისლი...
თვალების ფშვნეტასაც არა აქვს აზრი,
არ გვძინავს რადგან...
ისე აცივდა, მგონი გვესიზმრა ჩვენ ეს ივლისი:
ქანდაკებები ერთმანეთს გავცდით:
უჩვენოდ დგანან...

ცივა და აზრი სუროგატებსაც გვკარგავს:
ერთურთს ვეცლებით ჩვენ (უპედისტალო
მატარებლები),
ერთმანეთს ავცდით ამ ცივ სიზმრებში და ველით დარგვას
ლიანდაგებზე... უნდა იწამო:
ერთურთს ვერ ვშველით...
ცივა და აზრი მუდამ დაეძებს საყდარს
და შეიძლება რომ თბილისსაც გასცდნენ
ლიანდაგები...
თითქოს ამ სიზმარს (სიცივის გამო) მნახველი არ ყავს
გარდა ქანდაკთა და ნუ მოაცდენთ
ვიდრე აღვსდგებით!

-------------------------------------------------------------------------------


სიზმარი წყდება (სტვენს ჩაიდანი)
და თვალებს ვახელ (ნასიზმრალ თვალებს).
-მწვანეა? -გკითხავ, -ჰო, რა მითხარი?
ტკბილია -მპასუხობ, -პურს მიატანებ.

სიცოცხლე წყდება. ჩაიდანივით
სტვენს უკვე ქარი და ხუჭავ თვალებს.
-მწვანეა?.. -გკითხავ, - როგორც იმ დილით..
-მწარეა! -მპასუხობ, - სიზმარს ამთავრებ..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები