ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2008


ფრანსუა ვიიონი


მე გამოვდივარ შუაღამისას,
როცა თქვენ გძინავთ სოროში ფრთხილად,
და ბრილიანტის ჭაღებში ბზინავს,
ათიათასი ბროლი თუ მინა.
თქვენ თქვენი წილი ცოდვებით ალბათ,
მიეშურებით ღამეს და ფიქრებს,
და ვეღარც ამჩნევთ, გზისპირას ახლა,
ვიღაცა თავის სიმღერას იწყებს.
მიებჯინება საღამოს შიში 
ყელში და ისე აცეცებს თვალებს,
მერე სისხლიან ყვავილებს ძილში,
კოცნის ქალაქის მტვრიანი მთვარე.
ჩემია ახლა ეს ცა, ეს მიწა,
ეს ვარსკლავები, ღრუბლის ნაჭერი,
და მე თუ არა , ვინ უნდა გითხრათ,
რაც მაჭდევია სულში სათქმელი.
და თუ შფოთით  და დებოშით ვცხოვრობ,
მე ზოგჯერ იის ჩურჩულიც მესმის,
თქვენ, ბატონებო, ვერცხლი და ოქრო,
მე დამიტოვეთ სარკმელი ზეცის...

                                                    1985 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები