ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თოლიგე
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2012


ჰოი, ჰელესა!

(მინაწერი მიხო მოსულიშვილის წიგნზე „ჰელესა“)


ცოდვილ მიწაზე რა გამოლევს დღეებს ნაკიანს,
თუმც, ღვთის შეწევნით, ველოდებით ძმობის დღეებსაც.
მკლავებს ძალა და ხელებს სითბო ხომ არ აკლიათ,
ჰოი, ჰელესა?!

ლაზი წინაპრის მოძახილი ფუქირობისას,
ერთნაირად რომ  ეხსომება ზღვას და ხმელეთსაც,
ყოველ ცისმარე ზღვის ფსკერიდან მზეს ამოზიდავს,
ჰოი, ჰელესა!

გამოგვიფხიზლებს უძღებ შვილებს, ცოდვილ ასულებს,
ოდით მათ სისხლში მიმობნეულს უპირველესად
ამ ცის და მიწის სიყვარულსაც დაგვიდასტურებს,
ჰოი, ჰელესა!

ნეტავ, შეეძლოს... გაღმა მხრიდან ხმას მოგვაწვდიდა,
რომ წინაპრების დარდი გვეთქვა ან გაგველექსა.
წარსულს ვამხნევებთ მოძახილით ჩვენ მომავლიდან,
ჰოი, ჰელესა!!!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები