ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
14 ივლისი, 2012


მათთან

კარგია აქ.  ვერცხლისფერ ფოთლებს  აშრიალებენ და აშრიალებენ  ვერხვები.
კამიშები ღელავენ. ბაყაყები  ყიყინებენ.- მზეს აცილებენ.
ცოტა ხანში სასიამოვნოდ აგრილდება.
ვაშლის ხე რომ დგას განმარტოებით,  ხო გახსოვს? მასთამ მივედი.
რა საოცრად  არის დაჯმუხული.    მშვიდად დგას, მაგრამ.  თავის ნება რომ იყოს, გაბაჯბაჯდება ალბათ.
არა, კი არ გაბაჯბაჯდება,  უკვე  იბაჯბაჯა..იბაჯბაჯა...დაიღალა და აქ გაჩერდა.
ფესვთან  ჩამოვუჯექი.  დამყურებს  და უკვირს  უშენოდ რატომ  ვარ.
უცებ ვხვდები,  შენ  "რაც"  გიყვარს  აქ,  რისთვისაც მოდიხარ ხოლმე ხშირად.
სწორედ ეს  "რაღაც" დავიჭირე ამ წუთას ,  ეს  " ახმიანებული გარინდება."
მართალი ხარ, ძალიან უხდება აქაურობას, -მისტიურს ხდის.
ვზივარ  ვაშლის ფესვთან...-უფრო შენთან.
ყველაფერს, ნელ-ნელა  აცლის მზე  ყვითელ ფერს და  ისრუტავს  თავის გორგალში.
მერე  კი, ასე  ყვითლად აგროვებული  და აგორგლებული  წავა და გადაგორდება მთის იქით...


ვზივარ.., -უფრო ვსხედვართ ორნი. 
საოცარი ჰარმონია  გარშემო.
მინდორი..ცა...და მათ შუა შენ...
არ ჩანხარ. იგრძნობი. -მე სტუმარი ვარ  შენი. 
ის ხალხი კი , ვისთან ერთადაც  მოვედი აქ,- აგერ  შორიდან ხელს რომ  მიქნევენ, მიხმობენ მგონი,-საერთოდ რა შუაშია  არ მესმის.  მათ გამოვყევი. - შენთან მოვედი.
შენ აქ ხარ,  უბრალოდ არ ჩანხარ .გაბნეული ხარ... 
ჰო...მე  ვხედავ იმას რაც არა ჩანს. - ჰაერში წევს....
არ ვიცი ეს  როგორ აგიხსნა,  არცაა საჭირო.  უბრალოდ
მიხარია ჩემი ახალი აღმოჩენა, -. მომენატრები და  ისევ  ამოვალ.
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები