| ავტორი: გიო გურჯი ჟანრი: თარგმანი 14 ივლისი, 2012 |
საშინელება უკვე მოხდა
ნათესავები მოიჩქარიან, ტუჩების ლოკვით, მომლოდინედ მაშტერდებიან. ვგრძნობ მაქეზებენ.მე მიჭირავს ჰაერში ბავშვი. მზე აბრწყინებს დამსხვრეული ბოთლების გროვას. მცირე ბენდები ასრულებენ ძველმოდურ მარშებს. დედა რიტმულად დაბაკუნობს, ზომავს ნაბიჯებს. მამა კოცნის ქალს, რომელიც განუწყვეტლივ იყურება ვიღაც სხვისაკენ. მოჩანს პალმები. ნარინჯისფერი წინწკლებით აჩირაღდნებულან მაღალი მთები, რომელთა უკან ბობოქრობენ ღრუბლის კალთები. "მიდი, მიდი" მე მესმის როგორ ამბობს ვიღაც, "რას ელოდები". მინდა ვიცოდე, თუ იწვიმებს. ცა იღრუბლება. ქუხს. მრისხანებს. "დაამტვრიე მაგას ფეხები", ჩემი ერთ-ერთი მამიდა ამბობს "ახლა აკოცე". ვაკეთებ რასაც მეუბნებიან. ტროპიკული ქარის არაფრისმომცემ სიცარიელეში, იხრებიან ხეები. ბავშვს არ უკივლია, მაგრამ მე მახსოვს, მაშინ როგორ ამოიოხრა, როდესაც მივწვდი, მის პაწია, უცოდველ ფილტვებს და გამოვგლიჯე, ხორცმეტივით, მწერებისათვის. ნათესავებმა მომილოცეს, მქუხარე ტაშით. ეს იყო მაშინ, სავარაუდოდ, როცა დავნებდი. ახლა, როდესაც მე ვპასუხობ ტელეფონის ზარს, მისი ტუჩები ყურმილშია; როდესაც მძინავს, კარგად ნაცნობი სახის გარშემო, თავს იყრიან მისი თმები, ნაცნობ ბალიშზე. სადაც არ ვეძებ, მის ფეხებს ვპოულობ. ის ,არის ის, რაც ჩემი ცხოვრებისაგან დარჩა. "The Dreadful Has Already Happened" The relatives are leaning over, staring expectantly. They moisten their lips with their tongues. I can feel them urging me on. I hold the baby in the air. Heaps of broken bottles glitter in the sun. A small band is playing old fashioned marches. My mother is keeping time by stamping her foot. My father is kissing a woman who keeps waving to somebody else. There are palm trees. The hills are spotted with orange flamboyants and tall billowy clouds move behind them. “Go on, Boy,” I hear somebody say, “Go on.” I keep wondering if it will rain. The sky darkens. There is thunder. “Break his legs,” says one of my aunts, “Now give him a kiss.” I do what I’m told. The trees bend in the bleak tropical wind. The baby did not scream, but I remember that sigh when I reached inside for his tiny lungs and shook them out in the air for the flies. The relatives cheered. It was about that time I gave up. Now, when I answer the phone, his lips are in the receiver; when I sleep, his hair is gathered around a familiar face on the pillow; wherever I search I find his feet. He is what is left of my life.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. სალამი. ვცადე ერთხელ და ვფიქრობ ჯერ ადრეა ალბათ მაინც. რთულია პირიქით საერთოდ, ხომ გახსოვს, ბროდსკიზე ამბობს ერთ ლექსში შეიმას ჰინი, ბროდსკისადმი ქვია ლექსს თუ არ ვცდები, ინგლისურს აწვალებო :)) სალამი. ვცადე ერთხელ და ვფიქრობ ჯერ ადრეა ალბათ მაინც. რთულია პირიქით საერთოდ, ხომ გახსოვს, ბროდსკიზე ამბობს ერთ ლექსში შეიმას ჰინი, ბროდსკისადმი ქვია ლექსს თუ არ ვცდები, ინგლისურს აწვალებო :))
6. გიო მაინტერეებს პირიქით თუ აკეთებ თარგმანებს?
გიო მაინტერეებს პირიქით თუ აკეთებ თარგმანებს?
5. 5............ 5............
4. შესანიშნავი. შესანიშნავი.
3. წაშლილა სათაური და ავტორი. ჩანს ახლა. წაშლილა სათაური და ავტორი. ჩანს ახლა.
2. წაუშლილა სათაური და ავტორი. ჩანს ახლა. წაუშლილა სათაური და ავტორი. ჩანს ახლა.
1. როგორც ლექსის შინაარსიდან გავიგე რაღაც რიტუალს ატარებენ. ან იქნებ ცოდვილი ექიმის მონოლოგია? სამწუხაროდ მითითებული არაა ავტორი. როგორც ლექსის შინაარსიდან გავიგე რაღაც რიტუალს ატარებენ. ან იქნებ ცოდვილი ექიმის მონოლოგია? სამწუხაროდ მითითებული არაა ავტორი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|