ელი, მეგობარო გეტყვი, თუნდაც ათასი წლის შემდეგ, ჩვენი ცათმავალი ეტლით, ღრუბლის ზოლები რომ ვჭიმეთ, თურმე მეგობრობა შედგა, წლები მოგვეპარა ჭმუნვით, ცაში ჩვენი ნატვრის ხე დგას სურვილს აგისრულებს ელი. გზაზე ჩასაფრებულ ჭურვებს ერთად ავაფაროთ ხელი. ცხელი ივლისია ელი და მზე გახურებულ კეცებს ისე ალივლივებს ცაზე, მერე ქვაფენილსაც კეცავს, მინდა გამოვუდგე მირაჟს, რომ არ დამეკარგოს ხაზი, ბევრი რამ ვისწავლე დღემდე, თუნდაც მეგობრობის აზრი... და ნუ გავიტეხავთ გულებს, როცა ცხოვრებაა მძაღე, ქვაბს ხომ მოსამართლე ურევს, ყველა მტყუანსა და ორგულს სულში მიკვდომია ძაღლი. ელი, მეგობარო ახლა, როცა ზენიტშია სული და გულს ცხელ კეცაზე ახლის, მე შენ ამ წერილს გწერ, ელი და თავს ვიტყუებ, კარგო, რომ გზაა შორი და ძნელი. ვიცი გვეღიმება ახლა, თვალებში ჩაგვიდგა ცრემლი... ელი, ჩემო თბილო ელი... მოგწერ, მეგობარო, მოგწერ, თუნდაც ათასი წლის შემდეგ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. მეგობრობის ბედნიერება არ მოგაკლოს ღმერთმა! მეგობრობის ბედნიერება არ მოგაკლოს ღმერთმა!
12. ძალიან მომწონს ძალიან მომწონს
11. მეც მომეწონა,კარგი იყო მეც მომეწონა,კარგი იყო
10. მშვენიერი ლექსი! მიხარია რომ გავიცანი ავტორი :)++++ მშვენიერი ლექსი! მიხარია რომ გავიცანი ავტორი :)++++
9. ძალიან მომეწონა, ძალიან! +5 ძალიან მომეწონა, ძალიან! +5
8. მშვენიერზე, მშვენიერია,, რაღაც გრძნობამ დამიარა მეც დადებითად! მშვენიერზე, მშვენიერია,, რაღაც გრძნობამ დამიარა მეც დადებითად!
7. ზალიან ლამაზი ლექსია.სევდიანი და თბილი. ზალიან ლამაზი ლექსია.სევდიანი და თბილი.
6. ძალიან, ძალიან შთამბეჭდავი და გულში ჩამწვდომია!
++++++++++++++++++++55555555555555555555555555 ძალიან, ძალიან შთამბეჭდავი და გულში ჩამწვდომია!
++++++++++++++++++++55555555555555555555555555
5. რაღაცნაირად მომეწონა,გავაპლიუსე რაღაცნაირად მომეწონა,გავაპლიუსე
4. მინდა გამოვუდგე მირაჟს, რომ არ დამეკარგოს ხაზი, ბევრი რამ ვისწავლე დღემდე, თუნდაც მეგობრობის აზრი... -------------------------
მეგობრობა და სიყვარული არ მოგიშალოს უფალმა პატივისცემით: + + + მინდა გამოვუდგე მირაჟს, რომ არ დამეკარგოს ხაზი, ბევრი რამ ვისწავლე დღემდე, თუნდაც მეგობრობის აზრი... -------------------------
მეგობრობა და სიყვარული არ მოგიშალოს უფალმა პატივისცემით: + + +
3. მადლობა მანანა, სოლე ჩემგანაც გულთბილი მოკითხვა :) :*
მადლობა მანანა, სოლე ჩემგანაც გულთბილი მოკითხვა :) :*
2. ცაში ჩვენი ნატვრის ხე დგას სურვილს აგისრულებს ელი.
როცა ზენიტშია სული...
-მოგიკითხეთ! ცაში ჩვენი ნატვრის ხე დგას სურვილს აგისრულებს ელი.
როცა ზენიტშია სული...
-მოგიკითხეთ!
1. ღმერთმა ნუ მოგიშალოთ ასეთი მეგობარი.
"მოგწერ, მეგობარო, მოგწერ, თუნდაც ათასი წლის შემდეგ" ამინ:) ღმერთმა ნუ მოგიშალოთ ასეთი მეგობარი.
"მოგწერ, მეგობარო, მოგწერ, თუნდაც ათასი წლის შემდეგ" ამინ:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|