ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არკუსი
ჟანრი: პოეზია
18 ივლისი, 2012


წილადრგება..

ჩავთვალოთ თითქოს გამოცდაა ახლა ეს თოვლი,
დგახარ და ხელში ცრემლით სავსე ჭიქა გეღვრება,
ღმერთი კი თითქოს ცრემლზე გაზის იმნაირ თრთოლვით
თოვლით გაყინულ ნაცრემლარზე ხელით გეხება.

ქრისტეს გაყოფილ კვართივით ხარ შენც წილნაყარი
და თუმცა გერგო ქუჩის მტვერი და ცივი ქარი,
შენში უბრალოდ ღმერთი არის ახლა ახალი
და სულ ერთია, თუ რა ხდება თოვლიან გარეთ,

რადგან მაგ თვალებს უამრავჯერ დაღლილს და დაცლილს,
ფესვ ამოგლეჯილ ხეებივით ცარიელს ტოვებს
ცრემლი, რომელიც წილნაყარის ტკივილებს მარცვლის
და სადაცაა შენში უკვე ღმერთი ითოვებს.

მერე კი თოვლით გაყინული ისე გათბები,
რომ წილადრგებულ დედამიწის მტვერსა თუ ნაგავს
გაათბობ, თითქოს თითებია შენი სანთლები,
თუმც ეს სამყარო ეკლესიას არაფრით არ გავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები