ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მე-დეა
ჟანრი: პროზა
19 ივლისი, 2012


ცარიელი ფურცლები

                                                ,,მზენაკლულ იებს მოუნდებათ (ჩვენსავით) სითბო“
                                                                                                                  გ.ოდიშელი


      13 წლის ვიყავი პირველად რომ ვიგრძენი სულის სიცივე, ვეღარ გავთბი და მათხოვრობა დავიწყე, ბავშვობიდან დღემდე.

  ერთ დღეს მოხუცი მოვიდა ჩემამდე, რომელიც არაერთხელ შემინიშნავს შორიახლოს. ხელებში წიგნი ჩამიდო. დანაოჭებული,თბილი ხელები ჰქონდა. დიდი შვება მომიტანა ამ წიგნმა და მისმა გმირებმა, რომლებიც შემიყვარდა.
  შინაარსი: ოთხი უმამოდ გაზრდილი ხელოვანი, რომლებიც  ერთმანეთს ჩუქნიან ნაკლულ სითბოს. წავიკითხე პირველი ისტორია, მამადაკარგულ გმირზე, რომელსაც მამის საფლავიც კი არ უნახავს  . მას არ სძინავს ღამით. ფურცელს ხელი გადავუსვი და მოვეფერე.. სულით ხორცამდე ამტკივდა..
მეორე გმირი - სისხლიან კადრებად შლის უმამობას ჩემს თვალწინ. ცრემლებს ვახრჩობ და ვიჩემებ მას...
მესამე გმირი  მამის საფლავზე იძინებს ხოლმე მშვიდად და ცის კიდემდე აღწევს მისი ტკივილი...
  სულმოუთქმელად ველოდი მეოთხე გმირის ისტორიას, რომ გავვოცდი, როცა ცარიელი ფურცელი დამხვდა, მომდევნო ფურცელიც ცარიელი იყო  და ასე ბოლომდე...
წიგნის ბოლოში კი მინაწერი: ,,ჩემს გოგონას..’’
                                                                                მამა...


  ცარიელ ფურცლებზე:
 
    მამა რომ მოვკალი , 13 წლის ვიყავი. არ მახსოვს მტკიოდა თუ არა ის წუთები როცა ხელიდან მეცლებოდა, გაცილებით უფრო მტკივნეული იყო, როგორ ურტყამდა ყოველდღე დედაჩემს ალესილ დანას. ამიტომ ტკივილიც მოვკალი და მამაც.
მკვლელებს(აც) არ სძინავთ ღამით. მამებიც მღერიან იავნანას.

- კარგი კაცი იყო...
- საწყალი..
- კეთილი და მოსიყვარულე..
- დამნაშავე ხარ!
- დამნაშავე ხარ!
- დამნაშავე ხარ!
  (ბავშვობიდან დღემდე)



      ––––––    ––––    ––––––


  ყოველ ღამე თავთან ვიდებ წიგნს და ვესაუბრები... არ ვკითხულობ.. თანდათან იცვითება. ხელებს ვაფარებ ხოლმე გასათბობად...
                                      ასე ვიხორცებ უმამობის ჭრილობას..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები