ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2012


ორბელიანი პარიზში მიდის...

ორბელიანი პარიზში მიდის,
თან მისი ქვეყნის მიაქვს ვარამი!
თუმც არ ეღირსა ცხოვრება მშვიდი,
არ დაუხრია რწმენის ალამი!
საქართველოს ხსნას ღვთისგან მოელის,
მისი წიგნები ერის განძია!
მზე - სიყვარულის მანათობელი
გვირგვინად ადგას საბას ტანძიას!
მე სიბრძნის წყარო პეშვებით შევსვი,
გაცივებული გავათბე კერა!
თუ არ გამხმარა ქართული ფესვი
არც არასოდეს გახმება მჯერა!
ორბელიანი პარიზში მიდის,
თავისი ქვეყნის მიაქვს ვარამი!
ვინც სულხანივით მამულს არ ჰყიდის
მას და მის ნამუსს ჩემი სალამი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს