ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
23 ივლისი, 2012


მინიმალისტურები

ცხოვრება

საკუთარი თავის და
სხვების დარწმუნება, რომ
მართალი ხარ...

***
იქნებ არცაა ტრაგედია
დამშვიდობება ძველ ნიღბებთან,
თითქოს მობეზრებული
სათამაშოები მოისროლე და
ახალი იყიდე...
***
მორალისტი _ დოსტოევსკი,
ამორალისტი _ უელბეკი,
სიმართლე სადღაც შუაში.

***
ქართული სულის
ორი უკიდურესი გამოვლინება:
იოსებ ჯუღაშვილი _
გენიოსი დიქტატორი,
ტერენტი გრანელი _
საფლავებისა და ღამეების
მოზარე პოეტი...

...
ჩამოისვენა ნიავმა რტოზე,
თუ ბეღურას აკანკალებს
ყინვით გათოშილს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები