ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიოტა
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2012


არ დაიჯერო...

რაც უნდა ხსოვნას სული უბერო,
ანდა ღიმილი ზიდო კირთებად...
რა სულელი ხარ, სანდრო, სულელო,
ტკივილი მაინც არ მოგირჩება.

უცნაურია ბედთან ანცობა,
ბედი რას ფიქრობს ჩვენზე რა ვიცით.
არ დაიჯერო სიცოცხლის ძმობა,
არც ის რომ სიკვდილს გადავავიწყდით.

ისე ვარ...ლამის სევდას ვეშვილო,
ლექსის მაჩუქა ღმერთმა საყურე.
რა ჭკვიანი ხარ, სანდრო, შეშლილო,
ტანჯვის ფრთაზე რომ დაისადგურე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები