ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბერი18
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2012


ვენახი

Ⴀ  მომიცია დალოცვილი ვენახი ჩემი,
მას მოუარე, მასში ოფლი ჩაღვრილა ბევრი,
ისე შეჰყარე რომ ამ მტევანს არ აკლდეს ერთი,
მისი ნათელით დაამარცხე ყოველი ბნელი,

და ეს ვენახი იქმნეს თითით საჩვენებელი,
ზეციდან მადლის სიყვარულის მაჩვენებელი,
გარშემო ქვითა შემოსილა მისი კარიბჭე,
ქვევით წმინდად შერაცხულა მისი საუნჯე.

ბევრი ეცადა მოეშალა ფესვი ვაზისა,
თუმც სამარეში ჩაიტანა დარდი მაგისა,
მხოლოდ შენთვის დაწერილა ასობით ტომი,
შენს თვალწინ ისევ ინაცრება ყოველი რომი.

ესე ვენახი დღეს არს ობოლი ქვეყნისა ზედა,
არა ჰყავს შემწე და ქომაგი გარდასულ დღეთა
ხოლოდ შენ ერთგან დაიბადა მრავალი ტომი,
დრო მოვა შენს ფეხთ დაიჩოქებს ყოველი ტომი.

სამების ენით განირჩევა ხორბალი - ფეტვი,
აიწონება სინანული, მცირე თუ მეტი,
სამართლიანად მიიღებს ყველა სირცხვილს და საქებს,
შუქი ნათელი მოედება მხოლოდ შენს ტაძრებს.

ვენახი* - იხ  მათე 21, 33-45.
სამების ენა** - ენა ქართული,ლაზარეს ენა: დამწერლობით ასომტავრული,ნუსხური,მხედრული.თვითოეულში 40 ასო-ნიშნით.
“დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა. და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!”
იოანე ზოსიმე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები