ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2014


ჩვენც (თეიმურაზ გოგეშვილს)

გურიის მთებზე თოვლი დამდნარა
და ბახმაროში ისევ სიო ქრის,
ჩვენც გვყვარებია ბევრი ქალშავა,
ლექსები გვითქვამს გალაკტიონის.
თუმც ამ თვალებში ბევრჯერ ჩამდგარა
სიხარულის თუ მიმწუხრის ცრემლი,
წელში არცერთხელ არ გადავმტყდარვართ,
არ გაგვითელავს კრწანისის ველიც.
საქართველოს მზით გათანგულებმა
სულმოუთქმელად მთის წყაროც შევსვით,
თუ წავალთ - მოვალთ გაზაფხულებად
და გაიხარებს ქართული ფესვი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები