 | ავტორი: თოლიგე ჟანრი: პროზა 3 აგვისტო, 2012 |
ფიქრი? - ეს უდიდესი საჩუქარია ზეციური. უთვალავი და უხილავი მოდის და გვტოვებს, მოდის და გვტოვებს... ხან სიხარულად აგვაფეთქებს, ხან ეჭვით დაგვტანჯავს, ხან რაიმეს მიგვახვედრებს, ხან რაიმეს აღმოგვაჩენინებს. ფიქრი ღრმად საკუთარია, რამეთუ შეგიძლია არასოდეს გაუზიარო სხვას, არასოდეს გაამხილო, არც შეიმჩნიო, არანაირად არ გამოხატო. თვალები იტევენ ფიქრს, თვალები - ფიქრის გულია. ფიქრშია გუმანიც - შენში არსებული სულის სიფხიზლე. მოდუნება, ბედნიერების ტალღებს მინდობა ასუსტებს გუმანს. თუმცა კი, საკმარისია ფიქრები მოიჯარო, ჩაღრმავდე საკუთარ სულში და გუმანიც უმალ ამოტივტივდება ფიქრების უსასრულო მწკრივში. მუდმივად საკუთარ თავზე ფიქრი ეგოიზმია. მუდმივად სხვებზე ფიქრი - საკუთარი თავის უპატივცემულობა. თუ სხვებზე ფიქრი და ზრუნვა შენი შეგნების უპირველეს ფუნქციად აქციე, ჩათვალე, რომ შენ უკვე აღარ არსებობ. მერე ეჩვევიან შენს ასეთ არსებობას და ჩათვლიან, რომ ეს შენი ბუნებრივი მდგომარეობაა. და როცა გთხოვენ, ისე მოიქცე, როგორც უკვე ისედაც იქცევი, შინაგანი მე გიჯანყდება და აღგიშფოთდება. ფიქრობ, რომ შენი პიროვნების დათრგუნვა მოინდომეს, მაგრამ გვიანღაა, რადგან ის უკვე დიდი ხანია შენ თვითონ დათრგუნე, შენ თვითონ დანებდი, თვითონ დააყენე შენი პიროვნება ყველაზე და ყველაფერზე ბოლოს. თუკი, ბოლოს და ბოლოს, მოიცლი მისთვის, ააბობოქრებ, გააბრძოლებ, ამ აჯანყებას სიგიჟეს დაარქმევენ და კიდევ ერთხელ დათრგუნავენ შენს სიამაყეს... ფიქრი - ტვინის წვენია, ხან ყოველდღიური საქმიანობის სიჩქარესა და სიმცხუნვარეში აორთქლებული, ხანაც მწარე ცრემლად გამოწურული; ხან სიხარულად აფეთქებული, ხან ბედნიერების კვირტებად ამოხეთქილი. რა ელოდებათ ამ კვირტებს, ვარდისფერ ყვავილებად გაშლა, თუ გაუფურჩქვნელად დაზრობა? ვინ იცის... ტვინს გამუდმებით უნდა მისცე მასალა, შეუჩერებლად ამუშაო და ავარჯიშო, თორემ ფიქრიც ისეთივე უაზრო გახდება, როგორც ყოველდღიურ, უცვლელ დინებას მიყოლილი ცხოვრება. ფიქრმაც იცის გაუაზროება, გაუტვინოება, გააბსურდება. ეს მაშინ ხდება, როცა აბსოლუტურად დამოკიდებული ხდები სხვის გემოვნებაზე, სხვის სურვილზე, სხვის ნაფიქრალზე. ტვინმაც იცის გადაღლა და გაუსუსურება, როცა შენს ფიქრს აზრი ეკარგება, რადგან მაინც იმას გააკეთებ, რაც სხვამ მოიფიქრა. ფიქრი დროის ნაყოფიცაა, მიზეზთა გამო, ხან უმწიფრად მიმხმარი ტვინის ნაოჭებს, ხანაც ტკბილად დასაგემოვნებელი და სასურველი. იგი ხან უმნიშვნელო ყოველდღიურობაში იკარგება, ხან ხელოვნებად იქცევა შემოქმედის ტვინის მანქანებში გამოფქვული. ფიქრის გამოფხიზლება სულს აქანდაკებს. ნაკუწ-ნაკუწ, მისხალ-მისხალ აკოწიწებს სულის ლაბირინთებს, სრულყოფს და ალამაზებს, ზრდის და ამაღლებს. ფიქრია ფანტაზიის დამბადებელი და მასაზრდოებელი, ფანტაზია კი - სიმშვიდის მშობელი. რაც მეტია შენში ფიქრისეული მასალა, მით სასურველი და მრავალფერია ფანტაზია. ფიქრს სიგანეცა აქვს, სიგრძეც და სიღრმეც. განუსაზღვრელია მისი მასშტაბები. ხან პაწაწინა იმედად იქცევა იგი, ხანაც გრანდიოზული გეგმებით გვაიმედებს. არც ფიქრი ვარგა სხვისი გამონაცვალი. არაფერს გარგებს უცხო ტვინიდან აზრთა ამოქექვა და გამოქნა. ასეთი ფიქრი მხოლოდ დროებით გრჩება, მერე კი გუნებანაქცევი გაესწრაფება შენგან. მუდმივ ფიქრთა ბრძოლაში ნაწრთობი და გასხლული სული გულთამხილავად აქცევს შენს გუმანს, შენში აჩქროლებულ პიროვნებას დააგულდინჯებს და აღარავის, არასოდეს დაეჩაგვრინება...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ეს არის თქვენი სუბიექტური აზრი და მე შემიძლია არ დავეთანხმო, ეს არის თქვენი სუბიექტური აზრი და მე შემიძლია არ დავეთანხმო,
8. ეს არის თქვენი სუბიექტური აზრი და მე შემიძლია არ დავეთანხმო, ეს არის თქვენი სუბიექტური აზრი და მე შემიძლია არ დავეთანხმო,
7. ფიქრიანი უნდა იყოს ადამიანი...;-* "ჭკუათამყოფელს ფიქრს რა გამოულევს".... მოგიკითხე ფიქრიანო თოლიგე...:-* ფიქრიანი უნდა იყოს ადამიანი...;-* "ჭკუათამყოფელს ფიქრს რა გამოულევს".... მოგიკითხე ფიქრიანო თოლიგე...:-*
6. ფიქრების მართვაა ყველაზე მაგარი შვება...
+ ფიქრების მართვაა ყველაზე მაგარი შვება...
+
5. მუდმივად სხვებზე ფიქრი საკუთარი თავის უპატივცემულობა ნამდვილად არარის.ეს უზარმაზარი სიქველეა.
მადლობთ მოსმენისათვის.
მუდმივად სხვებზე ფიქრი საკუთარი თავის უპატივცემულობა ნამდვილად არარის.ეს უზარმაზარი სიქველეა.
მადლობთ მოსმენისათვის.
3. მუდმივად საკუთარ თავზე ფიქრი ეგოიზმია. მუდმივად სხვებზე ფიქრი - საკუთარი თავის უპატივცემულობა. თუ სხვებზე ფიქრი და ზრუნვა შენი შეგნების უპირველეს ფუნქციად აქციე, ჩათვალე, რომ შენ უკვე აღარ არსებობ. მერე ეჩვევიან შენს ასეთ არსებობას და ჩათვლიან, რომ ეს შენი ბუნებრივი მდგომარეობაა. და როცა გთხოვენ, ისე მოიქცე, როგორც უკვე ისედაც იქცევი, შინაგანი მე გიჯანყდება და აღგიშფოთდება. ფიქრობ, რომ შენი პიროვნების დათრგუნვა მოინდომეს, მაგრამ გვიანღაა, რადგან ის უკვე დიდი ხანია შენ თვითონ დათრგუნე, შენ თვითონ დანებდი, თვითონ დააყენე შენი პიროვნება ყველაზე და ყველაფერზე ბოლოს. თუკი, ბოლოს და ბოლოს, მოიცლი მისთვის, ააბობოქრებ, გააბრძოლებ, ამ აჯანყებას სიგიჟეს დაარქმევენ და კიდევ ერთხელ დათრგუნავენ შენს სიამაყეს...:* მუდმივად საკუთარ თავზე ფიქრი ეგოიზმია. მუდმივად სხვებზე ფიქრი - საკუთარი თავის უპატივცემულობა. თუ სხვებზე ფიქრი და ზრუნვა შენი შეგნების უპირველეს ფუნქციად აქციე, ჩათვალე, რომ შენ უკვე აღარ არსებობ. მერე ეჩვევიან შენს ასეთ არსებობას და ჩათვლიან, რომ ეს შენი ბუნებრივი მდგომარეობაა. და როცა გთხოვენ, ისე მოიქცე, როგორც უკვე ისედაც იქცევი, შინაგანი მე გიჯანყდება და აღგიშფოთდება. ფიქრობ, რომ შენი პიროვნების დათრგუნვა მოინდომეს, მაგრამ გვიანღაა, რადგან ის უკვე დიდი ხანია შენ თვითონ დათრგუნე, შენ თვითონ დანებდი, თვითონ დააყენე შენი პიროვნება ყველაზე და ყველაფერზე ბოლოს. თუკი, ბოლოს და ბოლოს, მოიცლი მისთვის, ააბობოქრებ, გააბრძოლებ, ამ აჯანყებას სიგიჟეს დაარქმევენ და კიდევ ერთხელ დათრგუნავენ შენს სიამაყეს...:*
2. ფიქრი - ადამიანის სიცოცხლის ეტაპობრივი ნიუანსია,რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია გონების მუშაობასთან.იგი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში საწყის ეტაპზე წარმოშობს - აზრებს,იდეებს. მომდევნო ეტაპზე მოგონებებს და ბოლო ეტაპზე გრძნობებს. - ეხ ცხოვრებაო უსასრულო ფიქრთა მორევო. ბრავო,კარგი ნაწერია. ფიქრი - ადამიანის სიცოცხლის ეტაპობრივი ნიუანსია,რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია გონების მუშაობასთან.იგი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში საწყის ეტაპზე წარმოშობს - აზრებს,იდეებს. მომდევნო ეტაპზე მოგონებებს და ბოლო ეტაპზე გრძნობებს. - ეხ ცხოვრებაო უსასრულო ფიქრთა მორევო. ბრავო,კარგი ნაწერია.
1. ბევრი გიფიქრია ფიქრზე :) კარგი ნააზრევია. ბევრი გიფიქრია ფიქრზე :) კარგი ნააზრევია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|