ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბერი18
ჟანრი: პოეზია
10 აგვისტო, 2012


წერილი, ფიზიკა,თუ არა მეტი (18)

რუსთველმან წერილ მამწერა
ვაზი ჩავყარე ურჩიო*,
ვერა დააკლო დუშმანმა,
თუმც ხმლით უკაფა წელიო,
მისი ქარვისა მტევანი**,
გადასწვდა შვილის შვილსაო,
დაწურვით საწნახელიდან
ჩაედინება ჭურსაო***,
მისი დალევით ყოველი
ეზიარება ბრძენსაო****,
თან დაგიტოვეთ წერილი
თუ ჩაწვდა თქვენსა ყურსაო,
ამოჰყავს გველი ხვრელიდან
სიტყვას მოუბარს ტკბილსაო,


იქნება რამე გამამრჩა,
არც ეგ მეწერა წიგნსაო,
ძუ რომ ხვადისა სწორია,
უნდა სწავლება ლომსაო?!
თუმცა მოსულან, ამასაც,
უცხონი გასწავლიანო!
როდისა იყო ბაბუას
შვილიშვილ უწერს წესსაო!

ამბავ მოვიდა ჩემამდი,
ეძებენ ნაწილს ღვთისასა
უნდათ ამითი ამოხსნან
შობა ყოვლისა ცისასა
თუმცა გარკვევით წერია,
წაკითხვა უნდა სწორადა
სიტყვიდან იშვა ყოველი
შემდგომ შეიკრა ფერადა,

წინასწარ გეტყვით პასუხსა
აღარ გაწვალებთ ბევრსაო
დაგასწრებთ ყველას შედეგში
აიდოსტ-ს გეტყვით ყველასო,
დღეს კარგად იცით სწავლულმან
სიტყუა იქცევა ბგერადო,
თქვენ მეცნიერთა ენაზე
ტალღად  იწოდის ესაო,

ბოლოს მცირედის გაყოფით
მიიღებთ ტალღას ღვთისასო
ურწმუნო მხრებსაც აიჩეჩს,
ვერას გაიგებს მისასო.

კახაბერ ჭიჭინაძე.

ვაზი ჩავყარე ურჩიო*- ვიგულისხმე ვეფხისტყაოსნის დაწერა.
ქარვისა მტევანი** - წიგნის მოყვითალო ფურცლები.

დაწურვით საწნახელიდან ჩაედინება ჭურსაო***- წაკითხვით ჩაედინება ყურში.

მისი დალევით ყოველი ეზიარება ბრძენსაო****- უნდა შეისმინო რომ ეზიარო სიბრძნეს(მარტო მოსმენა არ ყოფნის)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები