| ავტორი: ბერი18 ჟანრი: პოეზია 7 აგვისტო, 2012 |
მე შენ დაგსაჯე მიტომ, კაცი გაგხადე ლოთი, ფეხზე გეკიდა სხვისი, მხიარულება შფოთი, დაგტოვე ასე მარტო მარტოღა დარდის ბოთლით,
მე შენ დაგსაჯე მიტომ, და ხეიბარად იქეც, რომ არ ფასობდა შენში, გარჯა მოყვასის კიდე აწი ირიბად ივლი რომ დაინახო სხვისი.
მე შენ დაგსაჯე მიტომ , და გახდი ეხლა შტერი, რომ გშურდა მუდამ სხვისი, ფული, ქონება, ჭერი, იარე ეხლა მალვით, ვერვინ გიშველის წამლით.
ბირჟაზე დგანან სამნი, უდარდელები ანცნი, შეხედე მოდის ლოთი მოდი მომეცი ბოთლი,
აბა ლუდი მაქვს ცივი! გინდა? ახტუნე კვიცი ჩაუსვი ეხლა ტვისტი, ჩუსტი გასძვრება ვიცი!
შეხედეე მოდის კოჭლი, ბარბაცებს როგორც ლოთი, მიდი გასცინე ერთი, ვიმხიარულოთ მეტი,
ეხლა ვითრიოთ შტერი, ვამღეროთ ისევ მუჩო, მერე თქვას ლექსი გრძელი მორჩა? პანღური მთელი
შტერი,კოჭლი და ლოთიც ეს მე დავსაჯე ცოდვით, მათშიც ხელია ჩემი ესენიც ძმაა შენნი,
მათი დაცინვით ბრიყვო დასცინი მაგათ ვითომ? როცა დასცინი ნახატს დასცინი იცი მხატვარს?
ასე რომ იცით ქილვას, მალე დაუსვამთ კითხვას, გინდათ გაიგოთ მეტი და გამოსცადოთ ბედი?
ჩემზე რამეში მეტი რომელი არის ნეტა? თქვენ როცა ბჭობდით ქვევით, მე ვხარხარობდი ზევით
მერე რომ მოხვალ ჩემთან სანთელს დაიჭერ ხელში და დასვამ კითხვას რატომ?! არ გიპასუხებ ზატო. პასუხი არის შენში, მოძებნე კარგად სხვენში.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. მადლობა, სამართლიანი შენიშვნაა. მადლობა, სამართლიანი შენიშვნაა.
9. ჩემი აზრით ლექსში და ხელოვნების ნებისმიერ დარგშიც მეტნაკლებად უნდა იქნეს დაცული ბალანსი ყველა შტრიხის და არ არსებობს პრიორიტეტი.ჯერ აზრი მერე რითმა და მერე გადაწყვეტა. თქვენ თუ ასეთი დამოკიდებულება გქონდათ არ ვიცოდი თორემ აუცილებლად თავიდანვე გეტყოდით ჩემს აზრს, რა თქმა უნდა აზრის სისწორე იმასთან დაკავშირებით,რომ დაცინვა,აგდება,ქილიკი მიუღებელია ჩემთვის,მითუმეტეს იმ კატეგორიაზე რომელიც ნაწერშია წარმოჩენილი.გადაწყვეტაში ვერ დაგეთანხმებით და სარითმო წყვილებზე ადგილ–ადგილ რომ ჩანს უხეშად საერთოდ არაფერს ვიტყვი. ჩემი აზრით ლექსში და ხელოვნების ნებისმიერ დარგშიც მეტნაკლებად უნდა იქნეს დაცული ბალანსი ყველა შტრიხის და არ არსებობს პრიორიტეტი.ჯერ აზრი მერე რითმა და მერე გადაწყვეტა. თქვენ თუ ასეთი დამოკიდებულება გქონდათ არ ვიცოდი თორემ აუცილებლად თავიდანვე გეტყოდით ჩემს აზრს, რა თქმა უნდა აზრის სისწორე იმასთან დაკავშირებით,რომ დაცინვა,აგდება,ქილიკი მიუღებელია ჩემთვის,მითუმეტეს იმ კატეგორიაზე რომელიც ნაწერშია წარმოჩენილი.გადაწყვეტაში ვერ დაგეთანხმებით და სარითმო წყვილებზე ადგილ–ადგილ რომ ჩანს უხეშად საერთოდ არაფერს ვიტყვი.
8. გილო, ლექსი შეიძლება კარგად ვერ დავწერე, მარა ის რომ ბირჟაზე ხან, კოჭლს დასცინოდნენ ,ხან ლოთს და ხან ავადმყოფს შევსწრებილვარ. და ეს არის ჩემი პასუხი და ახსნა თუ რატომ არ უნდა დაცინოს დამცინავმა. პირველ რიგში აზრის სისწორე მაინტერესებს, მეორე გადაწყვეტა და მერე რითმა. გილო, ლექსი შეიძლება კარგად ვერ დავწერე, მარა ის რომ ბირჟაზე ხან, კოჭლს დასცინოდნენ ,ხან ლოთს და ხან ავადმყოფს შევსწრებილვარ. და ეს არის ჩემი პასუხი და ახსნა თუ რატომ არ უნდა დაცინოს დამცინავმა. პირველ რიგში აზრის სისწორე მაინტერესებს, მეორე გადაწყვეტა და მერე რითმა.
7. ვაა კაცო არ მაგულისმხებინე ღმერთის გარდა არაფერი და ჩემი ნებაა შენს ლექსში მე რაც მინდა ის ვიგულისხმო? :დ გაიხარე რა ვქნა ეს ნაწერი რომ იყოს შენს შესაძლებლობასთან რაიმენაირადმაინც მიახლოვებული, არ ვიტყოდი წეღანდელ სათქმელს. ვაა კაცო არ მაგულისმხებინე ღმერთის გარდა არაფერი და ჩემი ნებაა შენს ლექსში მე რაც მინდა ის ვიგულისხმო? :დ გაიხარე რა ვქნა ეს ნაწერი რომ იყოს შენს შესაძლებლობასთან რაიმენაირადმაინც მიახლოვებული, არ ვიტყოდი წეღანდელ სათქმელს.
6. გილო. ეს იმიტომ გავაკეთე რომ მეთქვა : როცა დასცინი რამეს დასცინი მაშინ გამჩენს.
ღმერთი არ სჯისო, და შენც ღმერთს ნუ გულისხმობ.. ბედი იგულისხე ან განგება....
გილო. ეს იმიტომ გავაკეთე რომ მეთქვა : როცა დასცინი რამეს დასცინი მაშინ გამჩენს.
ღმერთი არ სჯისო, და შენც ღმერთს ნუ გულისხმობ.. ბედი იგულისხე ან განგება....
5. ღმერთი არ სჯის არავის(ჩემშ გაცნობიერებული ღმერთი ყოველ შემთხვევაში :) .არ მომეწონა არანაირად.ბევრად უკეთესად წერთ ავტორო და ეს რატომ გააკეთეთ მაინცდამაინც ვერ გავიგე. ღმერთი არ სჯის არავის(ჩემშ გაცნობიერებული ღმერთი ყოველ შემთხვევაში :) .არ მომეწონა არანაირად.ბევრად უკეთესად წერთ ავტორო და ეს რატომ გააკეთეთ მაინცდამაინც ვერ გავიგე.
4. კარგი თემაა, მაგრამ შესრულება შეიძლებოდა უკეთესად. კარგი თემაა, მაგრამ შესრულება შეიძლებოდა უკეთესად.
3. ჩემზე რამეში მეტი რომელი არის ნეტა? თქვენ როცა ბჭობდით ქვევით, მე ვხარხარობდი ზევით
მერე რომ მოხვალ ჩემთან სანთელს დაიჭერ ხელში და დასვამ კითხვას რატომ?! არ გიპასუხებ ზატო. პასუხი არის შენში, მოძებნე კარგად სხვენში.
ჩემზე რამეში მეტი რომელი არის ნეტა? თქვენ როცა ბჭობდით ქვევით, მე ვხარხარობდი ზევით
მერე რომ მოხვალ ჩემთან სანთელს დაიჭერ ხელში და დასვამ კითხვას რატომ?! არ გიპასუხებ ზატო. პასუხი არის შენში, მოძებნე კარგად სხვენში.
2. დავაპლიუსე და გამოვედი.ვიპიქრე ისეთი თემაა თქო.მაგრამ ბოლო-ბოლო უფალი არის თუარა იმას ხომ არ განვიხილავთ.მაგაში არავის არ ვეკამათები--არის და მწამს, მარა ნუ,ლექსი არ ვარგა ,რაა.
უკაცრავად. დავაპლიუსე და გამოვედი.ვიპიქრე ისეთი თემაა თქო.მაგრამ ბოლო-ბოლო უფალი არის თუარა იმას ხომ არ განვიხილავთ.მაგაში არავის არ ვეკამათები--არის და მწამს, მარა ნუ,ლექსი არ ვარგა ,რაა.
უკაცრავად.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|