ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბერი18
ჟანრი: პროზა
7 სექტემბერი, 2012


პავლოვიჩის სასამართლო

დღეს დიდი დღეა! ამ რესტირანში ავღნიშნავთ  პავლოვიჩის: საუკეთესო კოლეგის, ერთგული მეუღლის, მზრუნველი ნათესავების, მფარველი მეგობრების, ბრწყინვალე ადამიანის ჩვენს უნივერსიტეტში რექტორად დანიშვნას.
............
ქეიფი დასასრულს უახლოვდებოდა, სუფრა უკვე აშლილიყო...
მარინე გენაცვალე დაუბრუნდი სუფრას - გაისმა რესტორნის ეზოში პავლოვიჩის ხმა
ეხლავე პავლოვიჩ ,აქ ვიღაც მოხუცია, კიბეზე ზის და წყალი მოვუტანე მგონი ცუდადაა.
შეეშვი, ალბათ გამოტყვრა, ვიღაც ბომჟია, მიხედავენ.წამო წამო.
შენ კი ერთი თვეა რაც ასისტენდ ლაბორანტად მუშაობ და რამდეჯერ გითხრა ვახტანგი დამიძახე,შენთვის უბრალოდ ვახტანგი ვარ და არა ბატონი ვახტანგი.

მუსიკა, ცეკვა, დასარტყამი ინსტრუმენტის ბრაგუნი, ...სირენა.  სასწრაფო.

-სად ვარ მოვკვდი?
-სხეულს გრძნობ?
-კი.
-ესე იგი არა.
-შენ ვინ ხარ?
-შენი მეგზური.
-სად მივდივართ?
-დღეს შენი მოსმენაა, აი იმ შენობაში, წვერი რომ არ უჩანს ბოლო სართულზე.

*******
კარგი და კეთილი სახელი გაქვს ქვევით მიწაზე - გაისმა ხმა
მოწყალებას გასცემდი,
მეგობრებს ეხმარებოდი,
ნათესაობაშიც პირველი იყავი,მატერიალურადაც გვერდზე ედექი.

რა პრეტენზია გაქვთ ? რატომ გინდათ რომ წაიყვანოთ- მიმართა ხმამ იქვე მდგომ შავი ატლასსის კაპიშონიან მატერიას, მატერიას რადგანაც არც სახე და არც სხეული იყო მასში.
იმიტომ რომ ჩვენია, რასაც აკეთებდა თავის გულისთვის და არა სხვისი სიყვარულის გამო.
მოწყალებას გასცემდა როცა გვერდით შეყვარებული ან ვინმე ჰყავდა დამნახავი.
მეგობრებს ეხმარებიდა, რომ თავისი სტატუსი და მდგომარეობა გაემაგრებინა,შიშით და რიდით მოპყრობოდნენ.
ნათესავებსაც გვერდზე ედგა თავისი ამპარტავნობის დასაკმაყოფილებლად, მათი სიყვარულის და პატივისცემის საყიდლად.
-აგერ მეგზურს კითხეთ სამჯერ დაეხმარა და სამჯერვე როგორ მოექცა.

-დამეხმარა? გაოცებით აღმოხდა კითხვა პავლოვიჩს და მეგზურს დააკვირდა.
მეგზური კაცის ტანიდან დადნა და პატარა ბიჭად ბურთით ხელში გადაიქცა.

მე შენს გაბზარულ შუშას ბურთი ვესროლე და გავტეხე, რადგანაც მეორე დღეს შენი პატარა შვილი მაგიდაზე ამძვრალი ხელის ტყაპუნს დაუწყებდა გაბზარულ შუშას, შუშა გატყდებოდა და უბედურება დატრიალდებოდა, შენ გამოვარდი მლანძღე ყურის ამიწიე და ბურთიც დამიხიე.

მეორეჯერ - თქვა მგზავრმა და ნაცემ  სტუდენტად  გარდაისახა ,როდესაც ახალი ვოლგა იყიდე, ინსტიტუტის ეზოში დააყენე ახალგაზრდა ბიჭებმა საბურავის მოპარვა დადაწყვიტეს უკანაც მოხსნილი ქონდათ რომ მივადექი, კარგად მცემეს და დამაგდეს ის საბურავიც მე მივაყენე უკან.
- ვიცი რაც გაიფიქრე და გიპასუხებ: ადამიანის სხეულით  ადამიანის ძალის პაატრონები ვართ, მიწაზე.
ხოდა როცა შენს ლექციაზე დაგვიანებული დავბრუნდი  დასვრილი , ნაცემი, შენ ყვირილი, ლანძღვა დამაყარე და გამაგდე აუდიტორიიდან, იმის მაგივრად გეთქვა შვილო რა გაგჭირვებიაო.

-გასაგებია! კარგი თუ აქვს რამე უანგაროდ გაკეთებული? - გაისმა ხმა

კი აქვს - უპასუხა მეგზურმა

ერთხელ სურსათის მაღაზიაში, პავლოვიჩის წინ მოხიცი ქალი პურს ყიდულობდა, ბევრი ეძება ფული მოხუცმა, ბოლოს თქვა დაღონებულმა ალბათ დავკარგე სადმეო.
პავლოვიჩმა უთხრა დეიდა თუ შეურაწყოფად არ მიიღებ მე გადავიხდი თქვენს მაგივრადო.
გაიხარე შვილო, უფალი იყოს შენი შემწე- დალოცა მოხუცმა.
დღემდე ის მოხუცი იხსენებს ამ შემთხვევას და ლოცულობს  "გაახარე მისი ოჯახიო"

-ეგეც იმიტომ გააკეთა, გამზრდელი ბებია გაახსენდა და მისი სიყვარულით ჩაიდინა - თქვა შავმა

ბებია გაახსენდა თუ ბაბუდა ,სიყვარულით გააკეთა, უანგაროდ, ამ სიყვარულში ანგარებას ვერ ვხედავ, ამიტომ მადლის სასწორზე დაიდება- თქვა ხმამ

მერე მგზავრს მიმართა - რას იყტვი?

მე ვფიქრობ, უნდა მიეცეს შანსი განაგრძოს ცხოვრება მიწაზე.

კეთილი გააცილეთ, დააბრუნე უკან. - თქვა ხმამ.

უკანა გზაზე პავლოვიჩმა ჰკითხა მეგზურს, დიდი ფინნსური დახმარებეი გამიწევია და ერთმა პურის ფულმა როგორ გადაწონა სიმძიმით?

სიკეთესაც თავის წონა აქვს. დიდი ანგარებიანი სიკეთე, დიდ გაბერილ ბუშტს გავს, დიდია მაგრამ მჩატე, ხოლო მცირე მაგრამ სიყვარულით  უანგარო სიკეთე - ოქროს გავს პატარაა და მძიმე, საბოლოოდ სასწორის სიკეთის პინზე ბუშტზე მეტად მცირე მაგრამ  მძიმე უფრო ფასობს.
მესამეჯერ როდის იყავი ჩემს გვერდით? როდესაც დაგამცირე? - მირიდებით თავდაღუნულმა პავლოვიჩმა კითხა მგზავრს.

რესტორნის წინ რომ ვეგდე "ბომჟი" კიბეზე, მარინემ წყალი დამალევინა და სასწრაფო გამოვაძახებინე წინასწარ შენთვის თორემ ვერ მოგისწრებდნენ ერთი საათი დაიგვიაბდნენ, ვერავინ შეამჩნია ,იმწუთასვე აქ იყო სასწრაფო ,გულმა შეტევა რომ მოგცა.

აბა კარგად.

პულსი..?  გული..?
განმუხტვა....
პი..პი...პი..  გადარჩა მგონი გამოძვრა....
თვალები გაახილა პავლოვიჩმა, მიწიერი შუქი არ ესიამოვნა,
" ბომჟი " დაილუღლუღა და ჩაეძინა.
ექთანებმა ერთმანეთს გაკვირვებით გადახედეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები