| ავტორი: ბერი18 ჟანრი: პოეზია 16 აგვისტო, 2012 |
კაცები არა კვდებიან კაცებად იბადებიან, არ ვიგულისხმე მამრი მე, ქალიც ხომ დედა-კაცია, ზოგი მდედრი კი მამრიზე უფრო მეტადაც კაცია, დროისგან გაუტეხელნი მოუდრეკელნი ჟამისგან სიტყვისა კბილით დამჭერნი, ერთგულნი თავის წრმენისა.
თუ კაცი გვყავდა მეფედა ქვეყნისთვის თავდადებული, დემეტრე ერქვა სახელად ქმნა საქმე კაცგან ქებული არც დედოფალმა დაუთმო იქმნა წმინდანად ცხებული აზრი ვერ შეაცვლევინეს, შანთითა გაცხელებულით ხორცი აგლიჯეს, ცოცხალსა სულსა ვერ ავნეს შუბ ძგერით ქეთევან სულით მამაცო, მამრნი რას მოვლენ შენს გვერდით.
კაცები არა კვდებიან კაცები მიიცვლებიან, ვისაც ღმერთის გწამთ ნუ სტირით, მხოლოდღა გარდიცვლებიან მონატრებისა ცრემლები, მარტო ამისთვის ცვივიან.
ხორციელ გინდათ იხილოთ? არც ეგ არარის ძნელიო, იმ დროში ისევ ცოცხლობენ, ისევ ეცვლებათ წლებიო თუ გყავს მანქანა გადადი მოინახულე სხვებიცო თუ არა ფიქრით გაფრინდი, დროს ადვილად კვეთს აზრიცო, თუ ჩემი ნახვაც მოგინდეთ, მეც ჩემს წლებში ვარ მოდითო. კაცები არა კვდებიან კაცები გარდიცვლებიან! უბრუნდებიან იმ ალაგს საიდანც გვევლინებიან!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. დორიან გრეი მიიცვლებიან-გარდიცვლებიან რაც თქვენ ლექსის მინუსად ჩათვალეთ, ეს აზროვნების პლიუსია. რამეთუ სიკვდილი სხვაა , ხოლო მიცვალება უკვდავებაში გადასვლას სახეცვლილებას გარდაცვალება ნიშნავს.... მხოლოდ მაგიტომ და არა რომ სხვა ჩანაცვლება ან სხვა სარითმო წყვილი ვერ მოვძებნე.
ვამჯობინებ ლექსი დაზიანდეს ვედრე სიღრმისეული აზრი.
ვიმედოვნებ პასუხს გაღიზიანებაში არ ჩამითვლით....(როგორც უმეტესობა) უბრალოდ ავხსენი ჩემეული ხედვა. მადლობთ.
დორიან გრეი მიიცვლებიან-გარდიცვლებიან რაც თქვენ ლექსის მინუსად ჩათვალეთ, ეს აზროვნების პლიუსია. რამეთუ სიკვდილი სხვაა , ხოლო მიცვალება უკვდავებაში გადასვლას სახეცვლილებას გარდაცვალება ნიშნავს.... მხოლოდ მაგიტომ და არა რომ სხვა ჩანაცვლება ან სხვა სარითმო წყვილი ვერ მოვძებნე.
ვამჯობინებ ლექსი დაზიანდეს ვედრე სიღრმისეული აზრი.
ვიმედოვნებ პასუხს გაღიზიანებაში არ ჩამითვლით....(როგორც უმეტესობა) უბრალოდ ავხსენი ჩემეული ხედვა. მადლობთ.
10. მიიცვლებიან-გარდიცვლებიან.
არ მომეწონა, როგორც აზრი, ასევე შEსრულება. მიიცვლებიან-გარდიცვლებიან.
არ მომეწონა, როგორც აზრი, ასევე შEსრულება.
8. ,,ზოგი მდედრი კი მამრიზე უფრო მეტადაც კაცია" - მე ვაფასებ ასეთ ქალებს... რომლებიც ცხოვრებამ აიძულა, რომ ასეთები გამხდარიყვნენ...
ზოგი მამრი კი, მდედრზე უფრო მდედრია ----- აი ასეთებს ვაფასებ კი არაა............ ,,ზოგი მდედრი კი მამრიზე უფრო მეტადაც კაცია" - მე ვაფასებ ასეთ ქალებს... რომლებიც ცხოვრებამ აიძულა, რომ ასეთები გამხდარიყვნენ...
ზოგი მამრი კი, მდედრზე უფრო მდედრია ----- აი ასეთებს ვაფასებ კი არაა............
7. ანუნი, მადლობა გაიხარე ;)) ანუნი, მადლობა გაიხარე ;))
6. კაცები არა კვდებიან კაცები გარდიცვლებიან! უბრუნდებიან იმ ალაგს საიდანც გვევლინებიან! +++ კაცები არა კვდებიან კაცები გარდიცვლებიან! უბრუნდებიან იმ ალაგს საიდანც გვევლინებიან! +++
5. "ზოგი მდედრი კი მამრიზე უფრო მეტადაც კაცია," რიტმამ კი არა აზრმა მოითხოვა. "ზოგი მდედრი კი მამრიზე უფრო მეტადაც კაცია," რიტმამ კი არა აზრმა მოითხოვა.
4. "ზოგი მდედრი კი მამრიზე უფრო მეტადაც კაცია," რითმა მოითხოვდაო იტყვი, ვერანაირად გამართლებს... აი ბოლო ნაწილი სულ სხვა რიტმში გადადის. მოკლედ რაა, სათქმელიგასაგებია, მესმის-ლექსად ვერ შედგა. "ზოგი მდედრი კი მამრიზე უფრო მეტადაც კაცია," რითმა მოითხოვდაო იტყვი, ვერანაირად გამართლებს... აი ბოლო ნაწილი სულ სხვა რიტმში გადადის. მოკლედ რაა, სათქმელიგასაგებია, მესმის-ლექსად ვერ შედგა.
3. სიტყვისა კბილით დამჭერნი, ერთგული თავის რწმენისა.
მომეწონა. სიტყვისა კბილით დამჭერნი, ერთგული თავის რწმენისა.
მომეწონა.
2. ალბათ ეს ვერ გაიგეთ თუ გყავს მანქანა*** გადადი - დროის მანქანა ვიგულისხმე ალბათ ეს ვერ გაიგეთ თუ გყავს მანქანა*** გადადი - დროის მანქანა ვიგულისხმე
1. ბოლო არ მომეწონა, ( ვერც გავიგე:( ) დანარჩენი - კი. მამრიზე -- სწორია "მამრზე' ბოლო არ მომეწონა, ( ვერც გავიგე:( ) დანარჩენი - კი. მამრიზე -- სწორია "მამრზე`
|
|
მონაცემები არ არის |
|
|