ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
15 ოქტომბერი, 2008


მოდილიანი

მე ისევ მთვრალი ვარ,
ჰაშიშით იხრწნება ჩემი სხეული
და შენს სახელს მაბოდებს, ჟანა!
პარიზელ მხატვრებს
აღარც კი ვახსოვარ,
რაც დედის სხეულს გავეცალე
მას შემდეგ მარტოდ ვარ,
ამდენი დებოშიც, კმარა.
წუხელ სენაზე
რომი გამახსენდა,
მერე ხეტიალში
ისე დამათენდა,
იყო სიზმარი თუ ცხადი,
წმინდა პავლეს გუმბათზე
ზარები გრაგანებდა,
შენც მკრთალ მოჩვენებად ჩანდი.
ხვალ ვიცი დიდებას
მომიგდებს პარიზი,
და ჩემს სულს ბრბო დაგლეჯს
საყასბე ნაჭრებად,
ჟანა, ვით ტილოზე
ჩამოწდა დაისი,
ეს ღამეც წავა და
სიცოცხლე მთავრდება...
                                  1987წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები