ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
21 აგვისტო, 2012


ცხოვრებაში...

ცხოვრებაში ბევრი გოგო მყვარებია,
ვნებიანად მიკოცნია ბევრისთვის,
ეს თვალები - სიყვარულის თვალებია,
ანთებული ნაღდი მეგობრებისთვის.
ცხოვრებაში ბევრი ვინმე მყვარებია,
ბევრ ცირასთვის ჩამიხედავს თვალებში,
რომ რეკენ - ეს სიყვარულის ზარებია,
თარაშივით დავაბიჯებ ღამეში.
სილამაზე ემხვარივით შევიყვარე,
თუ დაგჭირდათ მეც შევტოპავ ენგურში,
ცხოვრებაში მჯერა: ბევრჯერ გაიხარებთ,
თუ არ გიდევთ რამე ბოღმა თქვენ გულში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები