ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ღიმილა
ჟანრი: პოეზია
10 აგვისტო, 2012


  ჩამოტვირთვა

ხიდზე შევხდებით \ნარინჯისფერივით\

ხიდზე შევხდებით...
შავი პალტო და დახეული ჯინსი მეცმება,
ქუჩის ბიჭივით წელში მოხრილ ბოძთან ვიდგები,
ღამის ქალაქში გავიაროთ თვალის ცეცებით,
წვიმდეს რა უჭირს, დადიოდნენ ფაეტონებიც,
იყოს შავთეთრი ყველა კადრი, რომ ყველამ ერთად,
ვერ დაინახოს რა ფერია ჩვენი სამყარო.

მერე ფეხებით ავურიოთ სველი ფოთლები,
ვიაროთ ასე დილამდე და სულაც არ შეგვრცხვეს
იმ მეეზოვის, შენი კოცნის დროს რომ შემხედავს
ხარბი თვალებით.
წვიმდეს რა უჭირს, გავცივდები - ვიცი მომივლი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები