ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თოლიგე
ჟანრი: პოეზია
10 აგვისტო, 2012


გამხელა


გაზაფხულს დაუსკდა დვრილები,
წლიდან წლის მოაქვს სასწაული,
მთას აქეთ მახარებს თრთვილები,
მთას იქით - ჩემი ნანდაური.
ფეხქვეშ ბალახს სძინავს ლორთქოს და
მასაც აქვს რამ სავედრებელი,
თოვლს ისე ეკრობა, როგორაც
დაგლეჯილ გულს საკერებელი.
თვალებში ცრემლი რომ გგონია,
წყაროა, ხიდს ელის ბონდისას,
ვერ შევებრძოლები გოლიათ
სიყვარულს, ასე რომ მჯობნის და
ბუდეს ავიშენებ ვარდებით,
იყოს სალაღო და სალხინო,
იქ ვყავდეთ ერთმანეთს, ბარტყებიც
იქ ვაფრთიანოთ და ვაფრინოთ.
დღეები წლებს ისევ კეცავენ,
რა დროს ლოდინია, ნუ მიწყენ!
ახლავ სჯობს ტკივილი კვნესამდე,
სისხლს რომ დაარუებს გულისკენ.
ახლავ სჯობს ნამალის გამხელა -
შენა ხარ ამ გულის მიზანი,
მე - შენი თვალების გახელა
და შენი მკლავების ხიზანი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები