ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
20 აგვისტო, 2012


***

ფიქრის საჩეჩელზე დავწყვიტე ძაფებად
ყელში მობჯენილი გორგალი სათქმელის.
ვიღაც სამოსივით ჩემს თავსვე მახევდა,
არც ვთქვი და არც ვქენი...

ცას ფეხზე ეკიდა ქარების სიაშრე,
საკვამურები კი მოჰგავდნენ ”ტარიანს”,
მე ყველა შეგრძნება დინებას მივუშვი
და ნების ვალი მაქვს...

ჩემი დრო სად ასცდა სხვების დროს, სასურველს,
ვარკვევ და პასუხი თითქმის არსაიდან.
მოთხოვნის ზონიდან გონება გასულა,
დაბრუნდეს, ვაი, და...

წუთი ჩემს საათზე სულ წინა ხაზზეა,
წამებს კი ჯირკვლები დაასკდათ საოფლე.
რომ ახმობ სიმშვიდეს, ისეთ ჭკუაზე ვარ
და მშვიდად ვაბოლებ...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები