ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
24 აგვისტო, 2012


  ჩამოტვირთვა

გაუმარჯოს ქართულ ცეკვას!

ქორწილებში ’’დაისს“ ვცეკვავ,
ქართველს როგორც შემფერის!
სხვა ეშხი აქვს ქართულ ცეკვას,
თან სდევს სულ სხვა ელფერი!
დოლ-გარმონის როცა ხმები
მესმის სულში ჩამწვდომი,
დაბრუნებას ვნატრობ წლების
ხალისიან განწყობის.
დარდებს ცეკვით ვიქარვებდი,
ხან მწყალობდა ეროსი,
თუმც ყოველთვის მანაღვლებდა
ბედი საქართველოსი.
გაუმარჯოს ქართულ ცეკვას,
ვერ ჩააქრობს დრო მის მზეს!
ქორწილებში ლაღად ვცეკვავ
ზაქარიას მოტივზე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები