ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ბიძია სემი
ჟანრი: პოეზია
23 აგვისტო, 2012


ნაგლეჯი წერილიდან

ახლა რა გითხრა და რაღა გავიმეტო,
რიცხვი დღეს ორი და ალბათ ხვალე სამი,
გავხდი ხასიათით არასაიმედო,
მძიმე ავადმყოფის ჩუმი ხველასავით.
ახლა მეწერება უფრო მადლიანად,
დილის საათები არის ვინაიდან,
როცა წამოდგომა ძლიერ ადრეა და
როცა დაძინება უკვე გვიანია,
ხოდა ინსომნია, ანუ დავძაბუნდი,
ჩემმა ალტერ ეგომ ახლა აურია,
ყველა მოქმედება არის დაძაბული,
ყველა გაფიქრება კრიმინალურია,
შენი მონატრებით უკვე სული გამდის,
შეშლის პირამდე ვარ - ოღონდ ჯერ მზად არა,
შენი სიყვარულის გავხდი ხულიგანი,
შენი ჩახუტების გავხდი არამზადა..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები