 | ავტორი: მე-კალ-მე ჟანრი: პროზა 3 სექტემბერი, 2012 |
დღეს წვიმდა და ძალიან ცოტა ხალხი იყო პარკში, სადაც საღეჭ რეზინებს, ბუშტებსა და მოხალულ მიწის თხილს ვყიდი. ვერაფერი გავყიდე. ჭიშკარს მიახლოვებულმა ცრემლები პერანგის სახელოთი მოვიწმნიდე, რამდენჯერმე ხელოვნურად გავიცინე მიმიკის შესაცვლელად და შევედი. სირბილით მომეგება ჩემი ერთა, ლოყაზე მაკოცა, ჩანთა გამომართვა და სახლში შეიტანა, მერე კი მთელი დღის ამბების მოყოლა დაიწყო. ცამეტი წლის არის, მაგრამ ზუსტად ისე ტიტინებს, როგორც ბავშვობაში... როცა რაღაც სასაცილოს ყვება, საუბრის დასრულებამდე იწყებს სიცილს თვითონვე. სულ ვეჩხუბები ამაზე, ჯერ სათქმელი გააგონე მოსაუბრეს და მერე იცინე, თუ სასაცილოა, ისიც გაიცინებს მეთქი. ძალიან ლამაზად ეჩხვლიტება ლოყები, როცა იცინის. ახლაც ასე გაიცინა, ვერ გავიგე რაზე, რადგან საუბარი ვერ დაასრულა... "როცა იცინის, ძალიან ჰგავს მამას, მასავით ჭუტავს თვალებს და ეჩხვლიტება ლოყები" - გავიფიქრე და ხატების თაროზე დადებულ მეუღლის სურათს გავხედე... ეს სურათიც დეამ დადო ხატების გვერდით წლების წინ, როცა ავუხსენი, რომ მამიკო ღმერთთან იყო ცაში, ნახავს მამიკო, რომ ჩვენს სახლშიც შეიძლება ღმერთთან ყოფნა და ჩამოვაო ციდან... -რაზე ჩაფიქრდი, დე? - ჩამესმა დეას ხმა. -არაფერზე, რაღაცას ვიგონებდი. ერთი ეგ ჩანთა მომაწოდე. დეამ მიწის თხილით, ბუშტებითა და საღეჭი რეზინებით სავსე მოზრდილი ჩანთა მომაწოდა. გავხსენი და ქექვა დავიწყე. მერე ვიფიქრე, რომ დიდხანს ძებნა ხელოვნური გამოვიდოდა, რადგან ის, რასაც ვეძებდი, ასე ადვილად ვერ დაიმალებოდა ჩანთაში... -უიიი! - შევიცხადე რაც შეიძლება ბუნებრივად - რატომ ვარ ცოცხალი?! -რა მოხდა, დე? -ეტყობა, პური რომ იდო ის პარკი ავტობუსში დამრჩა... არადა კარგად მახსოვს, როგორ ჩავდე ორი ცალი პური წითელ პარკში და ავიტანე ავტობუსში - ლოყები ამეწვა ტყუილისგან, სიტყვებს ვეღარ ვუყრიდი თავს და გავჩუმდი, რომ დეას არ გამოვეჭირე სიცრუეში... არასდროს გამომდიოდა ტყულის თქმა. -არა უშავს, დე... მძღოლი ნახავს, იმედია, და აქეთობისას შემოგვაწვდის, ყურადღებით ვიყოთ, რომ დაგვიძახოს... - დამამშვიდა დეამ და მე ვიგრძენი, როგორ აუწვა ლოყები ტყუილმა, ზუსტად ჩემსავით...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. მოთხრობა ძალიან მომეწონა , სამწუხაროა რომ ამ ბოლოს არ ვსტუმრობ ურაკს რეგულარულად და მიზეზი მჭირდება რომ ვინმეს რამე წავიკითხო.
და მომიტევეთ, მაგრამ უადგილოდ მიმაჩნია აქ წმინდა გიორგის ხსენება და კამათის გაგრძელება, უსამართლობას რომ უნდა ვებრძოლოთ ეს ავტორს ესმის და თქვა ამაზე, უბრალოდ გამოგრჩათ ალბათ... იმედი მაქვს წმინდა გიორგი ცოცხებით არავის დასდევდა საკადრისი სამაგიეროს მიზღვის მიზნით... რაინდულად უსწორდებოდა, ამას ამბობდა ავტორი და არავის წისქვილები არ მორწყულა ამით : )
ქრისტიანობა რომ მებრძოლი რელიგიაა ესეც გვესმის, სამწუხაროდ ძალიან ზედმეტი რომ მოსდიოდა კიდეც ამ ბრძოლაში - ესეც ვიცით ჯორდანო ბრუნოს მაგალითზე და არამარტო და ინკვიზიცია და წამების უფრო დახვეწილი მეთოდები ვისი მოგონილია ისიც კარგად ვიცით. ასე რომ რელიგიურ ბურანში ნუ გავაგრძელებთ ზუსტად იგივე სამაგიეროს მიზღვის გამართლებას. ეს მხოლოდ რელიგიის დისკრედიტაციას გამოიწვევს, რაც არაა საჭირო ამ ეტაპზე...
და ვიღაც ბოროტი ძალები რო საქართველოს ებრძვიან გარედან ეს ჩემი აზრით მოგონილი ზღაპარია ერის დასაძინებლად, თავად ერშიცაა პრობლემა და რატო არ გვინდა ამის აღიარება არ მესმის.
ამას ყველგან ვიტყვი, რადგან ამის თქმაა საჭირო და არა რაღაც ზღაპრების.
ბოდიში ავტორთან თუ მის მაგიერ ვამბობ რამეს ან ვაოფებ. მოთხრობა ძალიან მომეწონა , სამწუხაროა რომ ამ ბოლოს არ ვსტუმრობ ურაკს რეგულარულად და მიზეზი მჭირდება რომ ვინმეს რამე წავიკითხო.
და მომიტევეთ, მაგრამ უადგილოდ მიმაჩნია აქ წმინდა გიორგის ხსენება და კამათის გაგრძელება, უსამართლობას რომ უნდა ვებრძოლოთ ეს ავტორს ესმის და თქვა ამაზე, უბრალოდ გამოგრჩათ ალბათ... იმედი მაქვს წმინდა გიორგი ცოცხებით არავის დასდევდა საკადრისი სამაგიეროს მიზღვის მიზნით... რაინდულად უსწორდებოდა, ამას ამბობდა ავტორი და არავის წისქვილები არ მორწყულა ამით : )
ქრისტიანობა რომ მებრძოლი რელიგიაა ესეც გვესმის, სამწუხაროდ ძალიან ზედმეტი რომ მოსდიოდა კიდეც ამ ბრძოლაში - ესეც ვიცით ჯორდანო ბრუნოს მაგალითზე და არამარტო და ინკვიზიცია და წამების უფრო დახვეწილი მეთოდები ვისი მოგონილია ისიც კარგად ვიცით. ასე რომ რელიგიურ ბურანში ნუ გავაგრძელებთ ზუსტად იგივე სამაგიეროს მიზღვის გამართლებას. ეს მხოლოდ რელიგიის დისკრედიტაციას გამოიწვევს, რაც არაა საჭირო ამ ეტაპზე...
და ვიღაც ბოროტი ძალები რო საქართველოს ებრძვიან გარედან ეს ჩემი აზრით მოგონილი ზღაპარია ერის დასაძინებლად, თავად ერშიცაა პრობლემა და რატო არ გვინდა ამის აღიარება არ მესმის.
ამას ყველგან ვიტყვი, რადგან ამის თქმაა საჭირო და არა რაღაც ზღაპრების.
ბოდიში ავტორთან თუ მის მაგიერ ვამბობ რამეს ან ვაოფებ.
20. "ქართული ცნობიერების ხატია წმინდა გიორგი, ბოროტების ძალთა წინააღმდეგ ამხედრებული. ამიტომ არის იგი გერბი საქართველოსი. , "წმინდა გიორგი თვით საქართველოს სიმბოლოა, გამუდმებით მტერთან მებრძოლის, ბნელეთის ძალებზე გამარჯვებულის".----
ჩემო კარგო, განა "ვაიქრისტიანი" -ს თქმით განა შენს მრწამს ვეხები, არამედ, იმას რომ არაა ხშირად ღრმად გაგებული ქრისტიანობის სულიერი მისია, ამას ვგულისხმობ.
"შეერთდნენ და შეკავშირდნენ დღეს საქართველოს წინააღმდეგ ბოროტების მსოფლიო ძალები. ამიტომ ცდილობენ ისინი საქართველოს სულიერად დაპყრობას, მის გადაგვარებას და განადგურებას"--ეს დიდი ადამინის სიტყვებია. ე.ი. ეს სისაძაგლე უფრო შორიდან მოდის და ამ წერილის პათოსით, უნებლიეთ,იმათ წისქვილს ესხმევა წყალი .
მწყობრიდან გამოსაყვანად ნამდვილად ვერ ჩაგთვლით პარტნიორად, სხვა მიზნებით ვარ დაკავებული
პ.ს. ეს მოთხრობა მომეწონა. "ქართული ცნობიერების ხატია წმინდა გიორგი, ბოროტების ძალთა წინააღმდეგ ამხედრებული. ამიტომ არის იგი გერბი საქართველოსი. , "წმინდა გიორგი თვით საქართველოს სიმბოლოა, გამუდმებით მტერთან მებრძოლის, ბნელეთის ძალებზე გამარჯვებულის".----
ჩემო კარგო, განა "ვაიქრისტიანი" -ს თქმით განა შენს მრწამს ვეხები, არამედ, იმას რომ არაა ხშირად ღრმად გაგებული ქრისტიანობის სულიერი მისია, ამას ვგულისხმობ.
"შეერთდნენ და შეკავშირდნენ დღეს საქართველოს წინააღმდეგ ბოროტების მსოფლიო ძალები. ამიტომ ცდილობენ ისინი საქართველოს სულიერად დაპყრობას, მის გადაგვარებას და განადგურებას"--ეს დიდი ადამინის სიტყვებია. ე.ი. ეს სისაძაგლე უფრო შორიდან მოდის და ამ წერილის პათოსით, უნებლიეთ,იმათ წისქვილს ესხმევა წყალი .
მწყობრიდან გამოსაყვანად ნამდვილად ვერ ჩაგთვლით პარტნიორად, სხვა მიზნებით ვარ დაკავებული
პ.ს. ეს მოთხრობა მომეწონა.
19. მადლობა, არმენ... მეც მოგიკითხე. მადლობა, არმენ... მეც მოგიკითხე.
18. უსიტყვოდ 5. ძალიან ემოციური ნაწერია. ავტორს ჩემი თბილი მოკითხვა! უსიტყვოდ 5. ძალიან ემოციური ნაწერია. ავტორს ჩემი თბილი მოკითხვა!
17. მადლობა, კახა... რომ წაიკითხეთ, რომ მირჩიეთ... მადლობა, კახა... რომ წაიკითხეთ, რომ მირჩიეთ...
16. კარგია და მომეწონა. პურის თემას რაც შეეხება, ვფიქრობ არ არის გაჭირვებული ადამიანებისათვის უცხო და დაუჯერებელი. ამიტომ ფიქრობ რომ ამის შეცვლა არ შეიძლება, თუმცა მაინც შენი გადასაწვეტია. კარგია და მომეწონა. პურის თემას რაც შეეხება, ვფიქრობ არ არის გაჭირვებული ადამიანებისათვის უცხო და დაუჯერებელი. ამიტომ ფიქრობ რომ ამის შეცვლა არ შეიძლება, თუმცა მაინც შენი გადასაწვეტია.
15. მერაბ :) მადლობა :)
ეს +2+ რომ წერია ბენჟამენის კომენტართან, რაღაც ახალია? ანუ ქულა ფიქსირდება, თუ უბრალოდ კომენტარი შეიცავდა ამ ნაწერსაც? დიდი მადლობა, ქალბატონო მანანა... მე არ ვიცი დაზუსტებით ეჩუტებათ, თუ ეჩხვლიტებათ... ალბათ, ორივე :) მერაბ :) მადლობა :)
ეს +2+ რომ წერია ბენჟამენის კომენტართან, რაღაც ახალია? ანუ ქულა ფიქსირდება, თუ უბრალოდ კომენტარი შეიცავდა ამ ნაწერსაც? დიდი მადლობა, ქალბატონო მანანა... მე არ ვიცი დაზუსტებით ეჩუტებათ, თუ ეჩხვლიტებათ... ალბათ, ორივე :)
14. ჰომ, წინ ხარ გოგონი წასული. არ იყო ცუდი ნამდვილად. ჰომ, წინ ხარ გოგონი წასული. არ იყო ცუდი ნამდვილად.
13. ძალიან გულწრფელი ნაწერია. +2+ ძალიან გულწრფელი ნაწერია. +2+
12. ძალიან გულწრფელი ნაწერია. +2+ ძალიან გულწრფელი ნაწერია. +2+
11. გუში ჩამწვდომი... ლოყები მგონი ეჩუტებათ, მედ, ვცდები?:) გუში ჩამწვდომი... ლოყები მგონი ეჩუტებათ, მედ, ვცდები?:)
10. მადლობა, რომ მკითხულობთ... მახარებთ :* მადლობა, რომ მკითხულობთ... მახარებთ :*
8. გამისკდა გული 5 გამისკდა გული 5
7. ვიგრძენი... აქ ამბავი, ბევრისთვის კი რეალობა... ვიგრძენი... აქ ამბავი, ბევრისთვის კი რეალობა...
5. მადლობა ყველას, ვინც წაიკითხა... მედ, ჩემ-დეა ხარ შენ :* ნანა, მეც დავფიქრდი ახლა ამაზე და შევცვლი, ალბათ... მადლობა :* მადლობა ყველას, ვინც წაიკითხა... მედ, ჩემ-დეა ხარ შენ :* ნანა, მეც დავფიქრდი ახლა ამაზე და შევცვლი, ალბათ... მადლობა :*
4. კარგი ხარ მეკალმე..:-* ოღონდ თითქოს პურმა ცოტა გაახელოვნურა ნაწერი, მერჩივნა სხვა რამ 'მოეძებნა' დედას ჩანთაში, რამე ისეთი, რასაც შეჰპირდა და ვერ უყიდა...:) რა ვიცი, ეს ჩემი აზრია, შეიზლება არასწორიც...:-* მოგიკითხე და მოგეფერე..:-* :-*
კარგი ხარ მეკალმე..:-* ოღონდ თითქოს პურმა ცოტა გაახელოვნურა ნაწერი, მერჩივნა სხვა რამ `მოეძებნა` დედას ჩანთაში, რამე ისეთი, რასაც შეჰპირდა და ვერ უყიდა...:) რა ვიცი, ეს ჩემი აზრია, შეიზლება არასწორიც...:-* მოგიკითხე და მოგეფერე..:-* :-*
3. სევდიანია,ტკივილით სავსე.
წარმატებები. სევდიანია,ტკივილით სავსე.
წარმატებები.
2. დეა დეა... :)
მგრძნობიარეა, როგორც გჩვევია..
+ 5 დეა დეა... :)
მგრძნობიარეა, როგორც გჩვევია..
+ 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|