ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნეფერტარი
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2012


შემთხვევით ნაპოვნი ლექსი

ჩამობნელდა.
სარკმელს იქით
თვალი
წკვარამს მიარღვევს.
რა რჯულის ხარ მაინც
სევდავ,
მუსლიმი თუ იაჰვე?
ჩაკირულხარ მძიმედ
სულში  და
ოცნებებს მითელავ
შეკაზმული შენი რაშით
გონებაში დაგელავ.

აღარ მაცლი,
მოვიფიქრო
ძნელი გამოსავალი,
მერამდენედ გავიარე
ფიქრით ბილიკ-ნავალი.

ვხედავ,
მჯობნი,
წარბებს შორის გაწვა
გრძელი ნაოჭი
ისე მძიმედ დააბიჯებ
იმედების ხაროში.
სულ
პირწმინდად გადათქერე
რაც გულს უოცნებია,
დარდის
მკაცრი დარაჯი ხარ
შაოსანი "ბებია".

ცდილობ,
არსად გაგეპაროს
გულის ღია კუნჭული,
სიხარულმა
არ დაფაროს
დარდი-ტუჩებმოჭმული.
არაფერმა გიმტყუვნოს
და
არ დაკარგო საფარი,-
სულის მკვეთრი მოსახვევი
მწირი, მიუსაფარი.

თვალზე
უკვე წყენად მადევს
შენი მზრალი თითები.
თმას
ჭაღარად ეპარები
სწრაფი გაფაციცებით.
ტანსაცმელშიც
მომეჭარბა
ნაღვლიანი ფერები,
სადაც უნდა გავხალისდე
მოხვალ და
მეფერები.

უკვე  ისე შეგეჩვიე
თითქოს ერთად გავზრდილვართ,
შენ - უჩემოდ,
მე - უშენოდ,
არაფრად არ ვვარგივართ...
ღამე  - გარეთ,
ღამე- შიგნით,
თვალი წკვარამს მიარღვევს,
ქრისტიანი თუ ხარ
სევდავ,
სამარეშიც 
მეახელ.

+ + +
15 მარტი, 1995 წელი

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
© საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები