ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2012


ჯვრისწერა სვეტიცხოველში

ისევ გაჰფანტა ღრუბლები ქარმა,
კვლავ გაახილა მიწამ თვალები,
მტკვრის წყალი შესვა სამეფო ჯარმა,
რწმენით შეაღო მცხეთის კარები.
გაინავარდეს ცაში მტრედებმა,
თავზე დაადგა ტაძარს ნათელი,
სიყვარულისთვის ქრისტეს მხედრებმა
გულით დალოცეს ორი ქართველი.
ისმის ყიჟინა... არწივნი ჰყეფენ,
მცხეთას მზის სხივთა მოსავს კრებული,
სვეტიცხოველში ჯვარს იწერს მეფე -
მაღალ ღმერთისგან მირონცხებული.
ივერთა მიწა მადლით აივსო,
ზეიმობს ერი - უფლის რჩეული,
ეს ჯვრისწერა კი სამარადისოდ
დარჩება... როგორც გამორჩეული.


პ.ს. როგორც ჩემთვის ცნობილია სვეტიცხოველში ჯვარი დაიწერა მეფე ლუარსაბმა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები