ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ბიძია სემი
ჟანრი: პოეზია
8 სექტემბერი, 2012


+ ნოეს მონოლოგი +

მეფეთა აღმასვლა მთავრდება დაცემით,
კარები დახურეთ, დამტოვეთ საკუთარ
თავთან და სინდისთან, რომელსაც კაცები
ვწრავდით არასდროს და უფლის საკურთხად
ვაგებდით ტაძრებს და ვთელავდით სამანებს,
ვმეფობდით, ვმონებდით და ასე უწყვეტლივ,
ვურევთ და ვალაგებთ სანამ ჩვენ სამარეს,
გავითხრით ჩვენივე ცოდვილი ბუნების,
ჩვენივე ხელებით წარსულში საკრძალად,
რადგანაც ასეთი ყოფილა სასჯელი,
რადგანაც ასეთი ყოფილა აკრძალვა,
დამტოვეთ საკუთარ სინდისთან სამსჯავროდ,
დახურეთ გონი და დამალეთ ცოდვები,
მაჩვენეთ, მარხვისგან ნატანჯი ძალა და
გონება, რომლითაც იმდენად მშორდებით,
რომ უფლის განაჩენს ვერგები ჯალათად.
გაცვითეთ ფრაზები სიხშირით ლოცვების,
დააბით აშლილი ვნებანი შინაგან
რწმენით და ილოცდეს, კახპა თუ ლოთები,
ილოცდეს ყველაზე ღარიბი იმათგან,
ყველაზე მდიდარი რომ თავი ჰგონია..

და ახლა როდესაც მომავალს ვუცქერი,
რომ მეფე შურდულით განგმირავს გოლიათს,
და მერე იონას ვეშაპის მუცელი,
ექნება საგზლად და სამი დღის სამყოფად,
რომ მერე უფალი დააქცევს ბაბილონს
და მერე წმინდანი წითელ ზღვას გაყოფს და
რომ მერე მეტოქე იაკობს დაინდობს
და მერე იობი ცხონდება მოთმენით,
უფალო! შენ ადამს რომ სული შთაბერე,
მითხარი ბოროტი სად გაჩნდა? რომელით
ჯერ იყო სიკეთე და მერე... და მერე,
ეცემა სოდომ და ეცემა გომორა,
შეშლილი სამყარო და სისხლი ძარღვებში,
ტრიალებს პირუკუ და ახლა როგორღაც,
მძვინვარებს ბოროტი ცრემლებით გალეშილ
მიწაზე, და მუხლის ჩოქებით ლოტი კი
საკუთარ ქვადქცეულ მეუღლეს დასტირის,
რადგანაც ასეთი ყოფილა მოტივი,
სამყაროს შექმნიდან ბოლომდე განცდილი..
ტრიალებს ბორბალი ბედის და იოსებს,
თავისი ძმებივე წირავენ გროშივით,
და ახლა სამყაროს ბოროტი იმონებს,
და ახლა სამყარო საათის მოშლილი
ისრების ღერძივით გვაპარებს სიცრუეს..

რამდენიც მშობლისგან მოითხოვს სამართალს,
რამდენი საკუთარ მეუღლეს იწუნებს,
იმდენჯერ გვეკუთვნის სასჯელი უდავოდ,
და ბოლოს რამდენიც უაზროდ ვაღამოთ,
თხოვნა მაქვს იმდენჯერ დაგვსაჯე უფალო
და მერე თავიდან შექმენი სამყარო..!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს