ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ქურდაძე
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2012


*** ( დედაო ანას )

დედაო, დამლოცე...
თოვლით არემარე
ისე  მოიმსუყა,
გზაა ნისლიანი,
გულზე ხვიარებად
სისხლის იარები
გველივით მგესლავენ.
მხრები ჩამომთალა
ცხოვრების აკიდო ცოდვებმა...
დედაო, დამძიმდა
ყველა გზა და
ყველა ბილიკი ღმერთამდე.
დამლოცე დედაო,
ასეთი დაღლილი, უმწეო,
მზემ ზურგი მაქცია
და მამლის ყივილით
აღარ მითენდება პირიმზე.
და ასე დედაო,
დამათრევს ცხოვრება ცაცია
უღვთო და ეკლიან ბილიკზე.
დამლოცე დედაო,
სულში გუგუნებენ ზარები,
სისხლი ალისფერი ლავაა,
ჩემში უღმერთობის ბზარები
ცოდვიან თვალებს მალავენ...
დედაო, ცა ხოა კამკამა,
მკრთალი , ნაზი და მოწყალე,
ცისფერი იები რიჟრაჟზე
ჩემს საფლავს ცრემლებით მორწყავენ.
დამლოცე, დამლოცე დედაო,
ვარ ჩვილი შველივით გულმფრთხალი...
გფარავდეთ კალთა ღვთისმშობლის,
მადლით გეწიოთ უფალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები