| ავტორი: ბერი18 ჟანრი: პოეზია 14 სექტემბერი, 2012 |
ქართული ცეკვა ისე აღმაფრენს,ვით უდაბნოში წყალი ცის ნამზე. როგორი მიხვრა, როგორი მოხვრა,როგორ გადმოსცემს ქალის სინაზეს. როგორ ასახავს მშვენიერებას, იდუმალ ყვავილს ნიავი აშლს. როგორ ხაზს უსვამს ღმერთის ქმნილებას:მაცდურს ,ცეცხლოვანს, მხარ ხელს რომ გაშლის. გადაგავიწყებს ცოდვის შვილობას, ეს მოძრაობა ცოდვებსაც წაშლის, მოსხლეტილს ტანით, კეკლუცს და ნატიფს,შვლის ნუკრის ნახტომს ჭალაზე გაშლილს.
აბა შეხედე ეხლა მამაკაცს: ვაჟკაცს,ღირსეულს, ანგელოზთ ბადალთ, ხელების გაშლით ამ ქართა ველზე, ბერმუხასა ჰგავს ცამდე ამავალს, მერე დაუვლის თავის ჩიტუნას არც ეკარება არც უშვებს არსად, ბოლოს ჯვრად შეკრავს უსასრულობას გადაიქცევა ორნი ერთ არსად.
სადმე გინახავთ ცეკვა ასეთი? ცეკვა რომელიც სიცოცხლეს ხატავს! ესეც შენ გერგო ქართველო ერო გადააქციე მსოფლიოს ხატად. მე მუხას! ფოთოლს ამიშლის სიო,ამ ცეკვის რიტმებს სიხარულს ვატან, ჟრუანტელს მივლის, ზეცით მადლს ვიღებ და ამ ფესვებთ ისევ შენ გატან.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. მადლობა ლუტეცია, შენიშვნა არ მწყინს :))) პირიქით რამეს თუ შემისწორებთ მირჩევთ მადლობის მეტი რა მეთქმის! მადლობა ლუტეცია, შენიშვნა არ მწყინს :))) პირიქით რამეს თუ შემისწორებთ მირჩევთ მადლობის მეტი რა მეთქმის!
11. კარგია კახაბერ. სათაურში წერტილი მგონი არ უნდა (აი მაინც გაგაკრიტიკე ხომ ხედავ) :D კარგია კახაბერ. სათაურში წერტილი მგონი არ უნდა (აი მაინც გაგაკრიტიკე ხომ ხედავ) :D
10. მომეწონა, გულით დაწერილია, ძალიან გამახალისა. მომეწონა, გულით დაწერილია, ძალიან გამახალისა.
9. ანი რატომ ბრაზობ? აკი გამოპასუხება არ მიყვარსო? მწარე სიმართლე არც შენ გიყვარს, მშვენივრად მივხვდი რაც იგულისხმე " შენი დეიდაშვილიც შენისთანა "იდიოტკა" იქნებაოო" :)))) ხომ მიგიხვდიი? აწი ქორწილში რომ წახვალ და მეფე დედოფალი ქართილის იცეკვებს კარდად დააკვირდი შორიდან მაყურებლის გადასახედიდან, მერე მოდი და თუ რამეს მიხვდები კომენტარი დამიტოვე, თავმდაბლობა სამარცხვინო არ არის. ;) ანი რატომ ბრაზობ? აკი გამოპასუხება არ მიყვარსო? მწარე სიმართლე არც შენ გიყვარს, მშვენივრად მივხვდი რაც იგულისხმე " შენი დეიდაშვილიც შენისთანა "იდიოტკა" იქნებაოო" :)))) ხომ მიგიხვდიი? აწი ქორწილში რომ წახვალ და მეფე დედოფალი ქართილის იცეკვებს კარდად დააკვირდი შორიდან მაყურებლის გადასახედიდან, მერე მოდი და თუ რამეს მიხვდები კომენტარი დამიტოვე, თავმდაბლობა სამარცხვინო არ არის. ;)
8. ანი მქვია მე და ანანეს მეძახიან. შენი დეიდაშვილი შორენა კიდევ იმიტომ არის შენი დეიდაშილი შორენა რომ შენი დეიდაშვილი შორენაა. გაიზრდები და მიხვდები რასაც გეუბნები. ანი მქვია მე და ანანეს მეძახიან. შენი დეიდაშვილი შორენა კიდევ იმიტომ არის შენი დეიდაშილი შორენა რომ შენი დეიდაშვილი შორენაა. გაიზრდები და მიხვდები რასაც გეუბნები.
7. მე ასაღელვებელი არაფერი მაქვს აანიკო, შენ კიდე როდესაც ჩაწვდები ქართული ცეკვის სულს მერე მიხვდები. მერე აღარ იტყვი ვცეკვავდიო (წარსულში) , იტყვი ვცეკვავ და ეს ცეკვა მაცოცხლებსო. ისე ჩემი დეიდაშვილიც შორენა პროფესიონალი მოცეკვავე იყო დოპლომიც კი აქვს გაშვანშალებული ცეკვის,სახლში , მაგრამ რათ გინდა.... ტვინით ცეკვავდა და არა გრძნობით , მიტომაც შენსავით აღარ ცეკვავს .... და საერთოდ პროფესიონალობა და პროფესორობა რეგალიებია მხოლოდ, ნებისმიერ სოფლის მოცეკვავე დაჩრდილავს ვაი პროფესიულ მოცეკვავეს ,, მაგაში ხომ მაინც მეტანხმები? მე ასაღელვებელი არაფერი მაქვს აანიკო, შენ კიდე როდესაც ჩაწვდები ქართული ცეკვის სულს მერე მიხვდები. მერე აღარ იტყვი ვცეკვავდიო (წარსულში) , იტყვი ვცეკვავ და ეს ცეკვა მაცოცხლებსო. ისე ჩემი დეიდაშვილიც შორენა პროფესიონალი მოცეკვავე იყო დოპლომიც კი აქვს გაშვანშალებული ცეკვის,სახლში , მაგრამ რათ გინდა.... ტვინით ცეკვავდა და არა გრძნობით , მიტომაც შენსავით აღარ ცეკვავს .... და საერთოდ პროფესიონალობა და პროფესორობა რეგალიებია მხოლოდ, ნებისმიერ სოფლის მოცეკვავე დაჩრდილავს ვაი პროფესიულ მოცეკვავეს ,, მაგაში ხომ მაინც მეტანხმები?
6. როგორც წესი გამოპასუხება არ მიყვარს, მაგრამ გამეღიმა და ახლა მომინდა... მე პროფესიულ ცეკვაზე ვსაუბრობ, დანარჩენი არ მესწავლება არავისგან :) ეს პათეთიკა დამღუპველია... ყველა თავის თვალებით ხედავს და მეც ეს ლექსი ჩემი თვალებით დავინახე, ასე რომ არაფერია აქ აღსაშფოთებელი და ასაღელვებელი, დამშვიდდი, გავა დრო და დაწერ კარგ ლექსსაც. :) როგორც წესი გამოპასუხება არ მიყვარს, მაგრამ გამეღიმა და ახლა მომინდა... მე პროფესიულ ცეკვაზე ვსაუბრობ, დანარჩენი არ მესწავლება არავისგან :) ეს პათეთიკა დამღუპველია... ყველა თავის თვალებით ხედავს და მეც ეს ლექსი ჩემი თვალებით დავინახე, ასე რომ არაფერია აქ აღსაშფოთებელი და ასაღელვებელი, დამშვიდდი, გავა დრო და დაწერ კარგ ლექსსაც. :)
5. პირველყოვლისა ეს ჩემი საწიერიდან დანახული ქართული ცეკვაა და არ ნიშნავს რომ თქვენც იგივეს გრძნობდეთ ან განიცდიდეთ. "ულექსო" როცა რამე არ მოგწონს ჯობდეს იქნება დააკონკრეტო რა რა ადგილი და რატომ ძმურად მივიღებ შენიშვნას და იქნებ გამომადგეს მომავალში. ან მოდი შენ დაწერე ეხლა და მერე განვიხილით განსხვავებული კუთხით დანახული ქართული ცეკვა. რაც შეეხება "ანანე"-ს კარგია რომ ექვსი წელი ცეკვავდა და მეტი არა, რადგანაც სხეულით ცეკვა არაა ქართული ცეკვა, ქართულად სულით უნდა იცეკვო და თუ ასე ცეკვავ მთელი სიცოცხლე ცეკვავ და არა ექვსი ან ათი წელი. პირველყოვლისა ეს ჩემი საწიერიდან დანახული ქართული ცეკვაა და არ ნიშნავს რომ თქვენც იგივეს გრძნობდეთ ან განიცდიდეთ. "ულექსო" როცა რამე არ მოგწონს ჯობდეს იქნება დააკონკრეტო რა რა ადგილი და რატომ ძმურად მივიღებ შენიშვნას და იქნებ გამომადგეს მომავალში. ან მოდი შენ დაწერე ეხლა და მერე განვიხილით განსხვავებული კუთხით დანახული ქართული ცეკვა. რაც შეეხება "ანანე"-ს კარგია რომ ექვსი წელი ცეკვავდა და მეტი არა, რადგანაც სხეულით ცეკვა არაა ქართული ცეკვა, ქართულად სულით უნდა იცეკვო და თუ ასე ცეკვავ მთელი სიცოცხლე ცეკვავ და არა ექვსი ან ათი წელი.
4. ან იქნებ ტაეკვანდოა სულაც და არა ქართული ცეკვა...
ან იქნებ ტაეკვანდოა სულაც და არა ქართული ცეკვა...
3. საერთოდ ვერ დამანახა ქართული ცეკვა. 6 წელი ვცეკვავდი, მაგრამა ქ ვერ ვიგრძენი. პოეზიად ვერ აღვიქვი. საერთოდ ვერ დამანახა ქართული ცეკვა. 6 წელი ვცეკვავდი, მაგრამა ქ ვერ ვიგრძენი. პოეზიად ვერ აღვიქვი.
2. არვიცი ძმა როგორ ჯობია დასრულება, მაგრამ ვერც დასაწყისში და შუაში არის ეს კარგი ნაწერი, სამწუხაროდ:( არვიცი ძმა როგორ ჯობია დასრულება, მაგრამ ვერც დასაწყისში და შუაში არის ეს კარგი ნაწერი, სამწუხაროდ:(
1. ჟრუანტელს მივლის, ზეცით მადლს ვიღებ და ამ სიტყვებით ეხლა შენ გატან.
ასე ხომ არ ჯობს დავასრულო??? ჟრუანტელს მივლის, ზეცით მადლს ვიღებ და ამ სიტყვებით ეხლა შენ გატან.
ასე ხომ არ ჯობს დავასრულო???
|
|
მონაცემები არ არის |
|
|