ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2008


* * *

* * *
მამაო, დღეა სააღსარებო,
გზა მოკლდება და მიდის არსაით,
ჩამომაკივლეთ საყდრის ზარებო,
მერე გაყუჩდით ზამთრის ცასავით.
ხორცი ამ მიწას როგორ ავყარო,
სად ჩამოვცალო ცოდვები ჩემი,
ორკესტრი არის მთელი სამყარო,
ადამიანი დაღლილი ხემი.
ამ კარნავალზე ყველა ნიღაბი
ჩადრიან ცაზე უფრო ბაცია,
დგას სალონების ცრუ ელვარებით
ყალბი ცრემლების დეკორაცია.
მამაო, სული გაცვდა ოხვრაში,
გაძაძისფერდნენ ქართვლის ხედები,
და სოლოლაკის ვიწრო ოთახში
პატიმარივით მგონი ვბერდები.
მამაო, ცრემლი ციმციმებს ზენა,
მდუმარებაში დანთქმულან მთები,
მე გულგრილობის ყინულზე ვწევარ
და შობის ღამის საკმევლით ვთბები. . .

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები