ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
21 ნოემბერი, 2012


ჩვენი ვალია (ნათია რეხვიაშვილს)

ისევ სავსეა ლექსით ნალია,
ვით სიყვარულით გული ალალი!
სიკეთის თესვა ჩვენი ვალია,
მაგრამ იოლი სულაც არ არი!
დღესაც აოცებს მნახველს თაბორი,
რაც თავისთავად ბევრ რამეს ნიშნავს!
მინდა გაჩუქო წრფელი ამბორი,
მეგობრობის და... მადლობის ნიშნად!
ეს სიტყვებია შენი მოკეთის,
გულწრფელად ვამბობ სათქმელს ავტორი!
ვუმზერ მოწყენით მარჯვენს მოკვეთილს,
მე - კოლხიდაში ძუძუნაწოვი!
კვლავაც სავსეა ლექსით ნალია,
ვით სიყვარულით გული ალალი!
კარგის კეთება ჩვენი ვალია,
თუმცა იოლი მართლა არ არი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები