| ავტორი: ლ. ლორია ჟანრი: პოეზია 23 სექტემბერი, 2012 |
- რა დავხატოთ? - დამიხატე მზე! - იოლია, შემოვავლოთ წრე. ახლა თვალიც გავუკეთოთ! - ორი თვალი? - არა, მზეზე ვინ თქვა ორთვალა? - ცხრათვალა მზე? ბებო, მითხარ, მზეს თვალები, ვინ დაუთვალა? - ალბათ ღმერთმა. - აბა, ახლა რა დავხატოთ?! - მთვარე - ნამგალა! - მერე თვალი? - სად მთვარე და სად თვალები, ღამე დადის, ხან მთვრალია, ხან ნამთვრალევი. - ესე იგი მამიკოა? მალე მოვა სახლში? - ბოლო თეთრსაც რომ წააგებს კაზინოში ალბათ მაშინ. - ახლა ვარსკვლავიც დავხატოთ? - როგორც რომ შენ, შუქთა მფენი, თუმცა ციცქნა! - მამა მთვარე, დედიკო მზე, მე ვარსკვლავი? - ხო ასეა, გახსოვს ერთხელ სიზმარას რა დაესიზმრა? - ხო, ეს მზეო, ეს მთვარეო, ეს ვარსკვლავი ყველას ერთად გადახვია მკლავი. - ცაზე ვარსკვლავები ჩნდება! - დედა როდის დაბრუნდება? - ალბათ მალე, საჩუქრები ხო დაგპირდა? - საჩუქრები კი არადა დედა მინდა, - ჩვენთან ახლა რო ღამეა, მზე გარეთა! - სხვას უნათებს? - უცხო მხარეს სხვა ვარსკვლავებს ეფერება უცხო ცაზე! - ცრემლი რატომ სცვივათ ხატებს? ბებო, დედა დამიხატე...
07.09.2012 .
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. ასეა, თუ მოგწონს ნაწარმოები უნდა გადაიკითხო, 1000 გმადლობთ :) ასეა, თუ მოგწონს ნაწარმოები უნდა გადაიკითხო, 1000 გმადლობთ :)
13. კიდევ ერთხელ წავიკითხე..... დედა დამიხატე... ძალიან, ძალიან მომწონს! კიდევ ერთხელ წავიკითხე..... დედა დამიხატე... ძალიან, ძალიან მომწონს!
12. +++++++++++++++++++++ +++++++++++++++++++++
11. უუფ, ცრემლი მომადგა... 5 უუფ, ცრემლი მომადგა... 5
10. - ჩვენთან ახლა რო ღამეა, მზე გარეთა! - სხვას უნათებს? - უცხო მხარეს სხვა ვარსკვლავებს ეფერება უცხო ცაზე! - ცრემლი რატომ სცვივათ ხატებს? ბებო, დედა დამიხატე... _ ძალიან საყვარელი ლექსია, თბილი! :) - ჩვენთან ახლა რო ღამეა, მზე გარეთა! - სხვას უნათებს? - უცხო მხარეს სხვა ვარსკვლავებს ეფერება უცხო ცაზე! - ცრემლი რატომ სცვივათ ხატებს? ბებო, დედა დამიხატე... _ ძალიან საყვარელი ლექსია, თბილი! :)
9. ლოთი მთვარე:) სიზმარას სიზმრის მხატვარო. 07.09.2012 - ბოლო დღეს დაწერე?:) ლოთი მთვარე:) სიზმარას სიზმრის მხატვარო. 07.09.2012 - ბოლო დღეს დაწერე?:)
8. ცრემლი რატომ სცვივათ ხატებს? ბებო, დედა დამიხატე...
:( ეჰ, რატო ხდება ასე? ცრემლი რატომ სცვივათ ხატებს? ბებო, დედა დამიხატე...
:( ეჰ, რატო ხდება ასე?
7. ეჰ... მომეწონა... +2 ეჰ... მომეწონა... +2
4. ამ ლექსზე იმდენი ვილაპარაკე ფორუმზე.. აქ რაღა ვთქვა?...:) ლორია...:-* 5 ამ ლექსზე იმდენი ვილაპარაკე ფორუმზე.. აქ რაღა ვთქვა?...:) ლორია...:-* 5
3. - ცრემლი რატომ სცვივათ ხატებს? ბებო, დედა დამიხატე...
++ - ცრემლი რატომ სცვივათ ხატებს? ბებო, დედა დამიხატე...
++
2. ძალიან მომეწონა, ლევან. :) და გული დამწყდა "ბებო, დედა დამიხატე..."
5 ხატვის გაკვეთილში. :)) ძალიან მომეწონა, ლევან. :) და გული დამწყდა "ბებო, დედა დამიხატე..."
5 ხატვის გაკვეთილში. :))
1. ეს ,,ბუნიობის,, ლექსია ლევან ?წავიკითხე და თან გამეღიმა , თან საშინლად დამწყვიტა გული :) ეს ,,ბუნიობის,, ლექსია ლევან ?წავიკითხე და თან გამეღიმა , თან საშინლად დამწყვიტა გული :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|