ჩვენ ჩამოვსახლდით იმ კუნძულიდან, სადაც სულები თრთიან და შიათ მშიშარა ხალხის ბეცი თვალები, წითელ სკლერებში ჩაბუდებულ ღალატს რომ ასე უსუსურად აფარებენ დახრილ წამწამებს და დადიან გაპობილი შუბლის ძარღვებით. ჩვენ ჩამოვსახლდით, რომ ვამტკიცოთ თეორიები, დებულებები და ვაკეთოთ აღმოჩენები, რომ მივიღოთ გამორჩენები და ვურიგოთ ღიმილები ,,გამოჩენილებს”... და ვიაროთ გაპობილი შუბლის ძარღვებით. არავითარი ეჭვი იმის,რომ ჩვენ ვინმე, სადმე, როდისმე ჩაგვირაზავს ჭიშკარს რკინისას, გულისას, გონებისას და ა.შ არ არსებობს... ჩვენ მოვდივართ გაპობილი შუბლის ძარღვებით, უკრავს კლავიში თეთრი და შავი, შავი და თეთრი უკრავს და მაინც ჩვენ მოვდივართ სისხლიანი მკვლელი ხელებით, ვალაქავებთ საკუთარ სულებს, არავითარ სურვილს არა აქვს ფასი და წყლის ნაყვაა ყველაფერი... ასი, ათასი, რაც იყო და რაც იქნება ყველაფერი გადააფასეს, ბინძურ ნიღაბს აფარებენ გარყვნილ ანფასებს.... . . . . . . . . . . . . . . . . . ჩვენ გავუძელით ძლიერ ტალღებს, ქარიშხალი გვირწევდა აკვანს და მოვიტანეთ ეს ეპოქა ზღაპრის გმირივით. დაჟეჟილ ძვლებში ტკივილი და სიცივე აგვყვა... და სახე მოხატული ჭრელი გრიმებით. უნებლიე მონაწილე გავხდით სპექტაკლის, სადაც მეფეც ჰყავთ, ჯამბაზიც და ერთი მედროშეც, დაატარებენ საკაცეზე გაყინულ გვამებს და სულს ყიდიან რაღაც ერთ გროშად. ჩვენ ჩამოვსახლდით იმ კუნძულიდან, სადაც სულები თრთიან და შიათ... ვართ გაპობილი შუბლის ძარღვებით, ვაპურებთ სულებს ტყუილით იაფ და დაგეშილი ავი ძაღლებით მოვინადირეთ ზღაპრის ეპოქა... ,,ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო “ და სანანებლად ესეც გეყოფა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ლექი საინტერესოა, ვიტყოდი ისტორიული, მომწონს ასეთი სტილის ხელწერა თუმცა არასდროს ვეთანხმებოდი და არც ახლა ბოლო ორ სტრიქონს. გაპობილი შუბლ-ძარღვიანები არიან ფურთხის ღირსნი და არა ჩემი პაწია მარგალიტი და გატანჯული საქართველო! ლექი საინტერესოა, ვიტყოდი ისტორიული, მომწონს ასეთი სტილის ხელწერა თუმცა არასდროს ვეთანხმებოდი და არც ახლა ბოლო ორ სტრიქონს. გაპობილი შუბლ-ძარღვიანები არიან ფურთხის ღირსნი და არა ჩემი პაწია მარგალიტი და გატანჯული საქართველო!
6. კარგია და ღრმაა... კარგია და ღრმაა...
5. ჩვენ დავუძელით ძლიერ ტალღებს, ქარიშხალი გვირწევდა აკვანს და მოვიტანეთ ეს ეპოქა ზღაპრის გმირივით. ლამაზია მანანა,საინტერესო.წარმარებები. ჩვენ დავუძელით ძლიერ ტალღებს, ქარიშხალი გვირწევდა აკვანს და მოვიტანეთ ეს ეპოქა ზღაპრის გმირივით. ლამაზია მანანა,საინტერესო.წარმარებები.
4. ლექსმა ფილოსოფიური განწყობა შემიქმნა :) წარმატებები, მანანა :) ++++++++++ ლექსმა ფილოსოფიური განწყობა შემიქმნა :) წარმატებები, მანანა :) ++++++++++
3. კარგი ლექსია კარგი ლექსია
2. მადლობა, ვიკა :) მადლობა, ვიკა :)
1. შესანიშნავი ლექსია 5
ძალიან გამიკვირდა, რომ მკითხველი არ გამოუჩნდა :((( შესანიშნავი ლექსია 5
ძალიან გამიკვირდა, რომ მკითხველი არ გამოუჩნდა :(((
|
|
მონაცემები არ არის |
|
|