ჩანს უშენობის ცეცხლი განელდა, რადგან შევძელი შენზე ლაპარაკი, მაგრამ ჩვეულება, მაინც რჯულზე უმტკიცესია: ყოველ ღამით, თბილ ლოგინში ჩაწოლის წინ ვფიქრობ შენზე. მერე ტკივილით მაგონდება, რომ შენი საბანი ჩემსაზე ბევრად ბუნებრივია, ორი მეტრი სისქის და მიუწვდომელ სითბოს შეიცავს. მის სიმძიმეს კი ჩემი მიკროსამყარო ნელ-ნელა იჩვევს. ვცდილობ ვერ გაზომონ შვილებმა ჩემი ტკივილის სიღრმე, მათი წილი დარდის დროც მოვა. ჯერ მე ვატარო კაცობრიული მემკვიდრეობა – სინანული ხელისგულზე ვერშემწვარი ერბოკვერცხისთვის. არახალია - წაქცეული ხე ადვილი გასაზომია. მის ფონზე უფრო ადვილი შესამჩნევია საკუთარი სულის სიმწირე. იმ მადლობის გახსენება ყველა ტკივილზე უმძიმესია, შენ რომ მიხდიდი ყოველდღიური სატელეფონო მოკითხვისთვის. ალბათ მე ამას ვერასდროს შევძლებ - ერთხელ არ დამცდეს საყვედური შვილის წინაშე, იშვიათი ვიზიტებისთვის. მზად ვარ გავაჩერო ქუჩაში ხალხი და მთელი ხმით დავუყვირო: ოცი, ოცდაათი, ორმოცი წლის შვილებო, ნუ დაუშლით დედებს, მოგეფერონ ენისმოჩლექით. მოგვიანებით შვებას ვერ მოგგვრით მცდელობა, პარაკლისებით და სანთლის მადლით წაშალოთ მის წინაშე დანაშაული. *** როცა ტაძარში მიცვალებულთა კუთხესთან ვდგები, ყოველთვის მინდა წარმოგიდგინო შენს ახალ განზომილებაში. რაც მეტად ვცდილობ, მით უფრო ღრმად ვიძირები საკუთარი ცნობიერების უსუსურობაში. შენ - უღმერთობის ეპოქის შვილს უფლის სამსჯავროს შიშის გარეშე გიყვარდა მთელი სამყარო და მცნება “მტერი” უცხო იყო შენთვის. სწორედ ამიტომ ბევრ ორთოდოქსზე ახლოს იყავი ღმერთთან. უამრავს ახსოვს შენგან მიძღვნილი სიყვარულის მცირე ულუფა - კეცის ჭადი და კვერცხწასმული ხაჭაპურები. დრო – მკურნალი უშენობის ჭრილობას ხურავს, ამასთან ვამჩნევ (და მიხარია), როგორ მრავლდება ჩემს ლექსიკაში შენეული დიალექტური გამოთქმები. ეს კი ნიშნავს, რომ შენი სიცოცხლე ჩემში გრძელდება.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ვცდილობ ვერ გაზომონ შვილებმა ჩემი ტკივილის სიღრმე, მათი წილი დარდის დროც მოვა. ჯერ მე ვატარო კაცობრიული მემკვიდრეობა – სინანული ხელისგულზე ვერშემწვარი ერბოკვერცხისთვის.
ადამიანურ შეგრძნებებზე წერა, ბევრად ახლოს მოდის მკითხველის გულთან, ვიდრე გადამეტებული, "კოსმოსიდან" მოტანილი ფრაზები....
2
ვცდილობ ვერ გაზომონ შვილებმა ჩემი ტკივილის სიღრმე, მათი წილი დარდის დროც მოვა. ჯერ მე ვატარო კაცობრიული მემკვიდრეობა – სინანული ხელისგულზე ვერშემწვარი ერბოკვერცხისთვის.
ადამიანურ შეგრძნებებზე წერა, ბევრად ახლოს მოდის მკითხველის გულთან, ვიდრე გადამეტებული, "კოსმოსიდან" მოტანილი ფრაზები....
2
8. ბრავო! ამას ჩემს დღიურში წავიღებ :* ბრავო! ამას ჩემს დღიურში წავიღებ :*
7. მადლობა მაკა! მადლობა მაკა!
6. ძალიან მომეწონა, ლელა.. დამასევდიანა კიდეც... ჩემგან დამსახურებული 5 და ლაიქი ფეისბუქზე!! :) ძალიან მომეწონა, ლელა.. დამასევდიანა კიდეც... ჩემგან დამსახურებული 5 და ლაიქი ფეისბუქზე!! :)
5. გმადლობთ მუხა. მიხარია, რომ ნაწერმა თქვენი მოწონება დაიმსახურა. გმადლობთ მუხა. მიხარია, რომ ნაწერმა თქვენი მოწონება დაიმსახურა.
4. ძალიან მომეწონა, რა თბილი მოგონებაა, მგრძნობიარე ,გულწრფელი ვისაც დედა არ გვყავს ნათელში გვიმყოფოს, ცოცხლებს დGეგრძელობა! , ძალიან მომეწონა, რა თბილი მოგონებაა, მგრძნობიარე ,გულწრფელი ვისაც დედა არ გვყავს ნათელში გვიმყოფოს, ცოცხლებს დGეგრძელობა! ,
3. დიდი მადლობა ჯონათან და ბუდულა. დიდი მადლობა ჯონათან და ბუდულა.
2. ახლახან დედა გარდამეცვალა ....ძალიან ახლოსაა ჩემთან... ახლახან დედა გარდამეცვალა ....ძალიან ახლოსაა ჩემთან...
1. ძალიან ემოციური და თან, უხვსიტყვაობის გარეშე. შემძრა.
"სიყვარულის მცირე ულუფა-კეცის ჭადი და კვერცხწასმული ხაჭაპური".
"დრო – მკურნალი უშენობის ჭრილობას ხურავს, ამასთან ვამჩნევ (და მიხარია), როგორ მრავლდება ჩემს ლექსიკაში შენეული დიალექტური გამოთქმები. ეს კი ნიშნავს, რომ შენი სიცოცხლე ჩემში გრძელდება."
ნათელში გიმყოფოთ!
ძალიან ემოციური და თან, უხვსიტყვაობის გარეშე. შემძრა.
"სიყვარულის მცირე ულუფა-კეცის ჭადი და კვერცხწასმული ხაჭაპური".
"დრო – მკურნალი უშენობის ჭრილობას ხურავს, ამასთან ვამჩნევ (და მიხარია), როგორ მრავლდება ჩემს ლექსიკაში შენეული დიალექტური გამოთქმები. ეს კი ნიშნავს, რომ შენი სიცოცხლე ჩემში გრძელდება."
ნათელში გიმყოფოთ!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|