ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბერი18
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
28 სექტემბერი, 2012


თამარ მეფე

თამარ მეფე
რატომ იყო დიადი და უძლეველი საქართველო?

-სალოცავად მისულნი ფიქრობდნენ, ნეტა ვინ არის ეს მშვენიერი! ნეტა ასეთი რა გასჭირვებია, რომ ასე ფეხშიშველი, დაჩოქილი,მოწიწებით დილიდან ლოცულობს.
ბოლოს ერთმანეთს უჩურჩულებდნენ.
-ეს თამარია! მეფე საქართველოსი.
მის უბრალოდ ჩაცმულობაშიც კი ჩანდა მისი ბრწყინვალება.
საქართველოზე ლოცულობს, ერზე ლოცულობს,ჩვენს შვილებზე ლოცულობს,
ჩვენზე ლოცულობს -  ამბობდნენ დიაცნი.
და იყვნენ მშვიდად რადგანაც ჰყავდათ შემწე,  მფარველი და მათზე  მლოცველი.

ხოლო მამაკაცნი, ამის გამგონე და შემხედვარე,  რაც არ უნდა ბეჩავი, მშიშარა, ლაჩარი,  ყოფილიყო, ლომად ექცეოდათ გული. მეფის ლოცვით მიღებული მადლის ზიარების სურვილი,ყოველგვარ შიშს აშთობდა.
ისიც კარგად იცოდნენ რომ, ბრძოლაში დაჭრილებსაც თვით თამარი ედგა თავზე და ნაჭრილობებსაც თვითონ უხვევდა. მწყურვალს წყალს ალევინებდა ხოლო გმირს ისე დასტიროდა როგორც საკუთარ ძმას და შვილს.

ხოლო ვაჭარნი, ხარბნი, გულგრილნი, მხოლოდ აღებ მიცემაზე მოფიქრალნი, თავისივე სიმდიდრის მონები.
შემხედვარე მეფის თავმდაბლობისა, შემწეობისა, უბრალოებისა - თვითონაც  ქველმოქმედნი, გულმოწყალენი ხდებოდნენ.
გამოჯანმრთელებულები, გათავისუფლებულები ფულის მონიბისაგან,  უფრო მეტად ხიბლავდათ ქველმოქმედება, თვით შემოსავალიც  უფრო ემატებოდათ თანაც დამატებით სულიერ სიმშვიდეს, კეთილგანწყობას იმსახურებდნენ, ისინიც ხდებოდნენ ლოცვის ზიარნი და მათზეც გადმოდიოდა მადლი.
გუშინდელ ხარბს უკვე  თავაწეულს მხრებში გაშლილს შეეძლო ევლო და ზურგს უკანაც მშვიდად იყო ყოველგვარი ავი სიტყვისგან თუ ქცევისგან.

და იყო ქვეყანა იგი ლაღი, მშვიდი და უძლეველი რამეთუ ლომი იყო კეთილ -ვითარცა ცხვარი და ყოველი ცხვარი იყო მსგავსი ლომისა.

.........
წყალი მხოლოდ ზევიდან ქვევით მიედინება და არა ქვევიდან ზევით.
ასევეა წყალობა და მადლი, მხოლოდ ზემოდან წამოსული წყალი გაწმენდს ქვევით მყოფნთ და გააცლის ტალახს.

დღევანდელი გაუკუღმართებული ცხოვრება პირიქით ითხოვს, რომ ქვევიდან ზევით მივცეთ წყალობა და მადლი. მონდომებისდა მიუხედავად ქვემოდან ზემოთ მხოლოდ შხეფები აღწევს და რაც ზემდგომი უფრო შორსაა ერისგან, მით ნაკლებად  აღწევს წვეთები, იმდენად ნეკლები,  რომ ზემოთმყოფს პირის დასაბანადაც არ ყოფნის და  უკან ჭუჭყი გვიბრუნდება. ამიტომ დავჭაობდით, გავტალახიანდდით და მოყვასს ჭუჭყიანს რომ ვხედავთ, დახმარების მიზნით გასაწმენდად წყალს ვასხავთ,
მაგრამ ჩვენ თვითონ რომ არა გვაქვს წყალობა და სისუფთავე გვავიწყდება ეს. საბოლოოდ მოყვასის გაწმენდის მაგივრად მის მიმართაც ტალახის სროლა გამოგვდის!







 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები