ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რეჟისორი
ჟანრი: პოეზია
30 სექტემბერი, 2012


ასტვაც

კარი გააღე!..
აღარ მინდა აქ გაჩერება...
დღეს უშენობას -
ისევ
არყით მივეძალები.
ამ სარდაფებში -
იყიდება ახლა სიჩუმე,
და მოგონებებს -
ერთი ჭიქის
დაცლად დავყვები.
ხო...
უაზროა ეს ცხოვრება,
რომ დაუფიქრდე,
ზოგჯერ ღმერთი ხარ -
ყოვლისშემძლე,
ზოგჯერ სატანა!...
ხანდახან გინდა -
შეიყვარო ირგვლივ ყოველი,
ხან აღარავის შეგიძლია
გვერდზე ატანა!
ეს მარტოობაც
სახადივით შემომეჩვია,
ან იქნებ მე ვარ -
ამ ყველაფრით
უზომოდ მთვრალი?!
კარი გააღე,
არაფერი არ დამრჩენია,
აქ, აღარავინ
აღარ არის უკვე მართალი.
და ისევ ისე -
"ოცნებების სასაფლაოსთან",
ათასი მძორი არეულა
თეთრი თათმანით.
დივიდენდებში განაზებულ
ჭირისუფალთან -
გუშინდელი ძმა
თავს იწონებს
ლურჯი ხაფთანით!
ხოდა...
გააღე!..
აღარ მინდა აქ გაჩერება...
დღეს უშენობას,
ისევ
არყით მივეძალები.
ამ სარდაფებში -
იყიდება ახლა სიჩუმე,
და მოგონებებს -
ერთი ჭიქის
დაცლად დავყვები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს