ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბერი18
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2012


ორი მახვილი

შენი ასოთი,ჩვენ უნდა ვსძლიოთ,
და ყოველ ბოროტთ ვ-ასო-თ ამითი.
ორი მახვილი,ყველაზე ბასრი,
დღეს არს სიმართლე  და ჭეშმარიტი.

ბევრი დავღვარეთ სითხე წითელი,
საკმარისია მისი ვაება,
დღეს უნდა ვღვაროთ სითხე უფერო,
და დავასრულოთ ჩვენი წამება,

ოფლითა! უნდა სძლიო ყოველი,
ოფლითა! უნდა იყოს დიდება,
ოფლითა! უნდა იყო ქართველი,
ოფლითა! უნდა დღეს გამარჯვება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები