ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2012


4 ჰაიკუ განწყობისთვის

 
  *
*  *
ბიბინებს საყდრის ეზო...
შველს დოყი გაბლანდვია
ტყემლის ტოტებში.


  *
*  *
ფეხი დაუცდა ვარსკვლავს.
გზაზე მიჭრიჭინებდა
ჭრიჭინობელა.


  *
*  *
ძირს ყვითელი ფოთოლი,
როგორც ფუჭი იმედი,
ისევ შრიალებს.


  *
*  *
მზემ მიირულა მთაზე.
ჩამოიბერტყა ნაძვმა
მხრებიდან თოვლი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები