ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
8 ოქტომბერი, 2012


ისევ!

ისევ ჩამესმის მამულის სუნთქვა,
ვერაფერს აკლებს დრო-ჟამი ურჩი!
მივეგებები მზეს წიწამურთან,
ქართველის ტყვიას თუ გადავურჩი!
აფხაზეთსა თუ სამაჩაბლოში
უმისამართოდ ისევ ისვრიან!
მე თუმცა ახლა ვცხოვრობ სხვა დროში,
ტანს ცოტნესავით თაფლი მისვია!
ვიყავი... ვრჩები მთქმელად სიმართლის,
მამულიშვილთა დასში ვწერივარ!
მე ვერ მაშინებს ვერრა ხიფათი,
რადგან ქართველთა ნაშიერი ვარ!
ისევ ჩამესმის სამშობლოს სუნთქვა,
ვარ ეროვნებით ამაყი გურჯი!
ისევ შევხვდები მზეს წიწამურთან,
საშინელ ტყვიას თუ გადავურჩი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები